Dorzasopt eye drops /20mg+5mg/ml 5ml #1
Dorzasopt eye drops /20mg+5mg/ml 5ml #1

Dorzasopt eye drops /20mg+5mg/ml 5ml #1

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დორზოლამიდი (ჰიდროქლორიდის სახით) 20 მგ
თიმოლოლი (მალეატის სახით) 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება, ადგილობრივი გამოყენებისათვის.

გამოყენების ჩვენებები
- მომატებული თვალშიგა წნევა;
- ღიაკუთხიანი გლაუკომა (მათ შორის ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომა და მეორადი ღიაკუთხიანი გლაუკომის სხვა სახეები).

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- თირკმელების მძიმე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ ნაკლები);
- ჰიპერქლორემიული აციდოზი;
- სინუსური ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, გამოხატული გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი;
- დისტროფიული პროცესები რქოვანაში;
- ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკი;
- ორსულობის პერიოდი.

მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
დორზასოპტს აწვეთებენ დაავადებულ თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1 წვეთს 2-ჯერ დღე-ღამეში.
სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
თუ სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატით მკურნალობიდან გადადიან დორზასოპტზე, მაშინ პრეპარატი მოიხსნება ჩვეული ყოველდღიური დოზირების შემდეგ და მეორე დღეს იწყება მკურნალობა პრეპარატ დორზასოპტით.
არ დაუშვათ საწვეთურის წვერის რაიმე ზედაპირთან შეხება ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25Cტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
dorzolamide+timolol
Dose
(20მგ+5მგ)/1მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page