forcip eye/ear drops 0.3% 5ml vial N1
forcip eye/ear drops 0.3% 5ml vial N1

forcip eye/ear drops 0.3% 5ml vial N1

Bulgaria

ბალკანფარმა-რაზგრადი
About Product
დასახელება - ფორციპი წვეთები თვალის/ყურის 0.3% 5მლ ფლაკონი #1
გამოყენების ჩვენებები
ოფთალმოლოგიაში
პრეპარატი განკუთვნილია რქოვანას წყლულების და თვალის და მისი დანამატების ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე პათოგენებით მოზრდილებში, ხანდაზმული ასაკის პირებსა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ოტორინოლარინგოლოგიაში
პრეპარატი განკუთვნილია მწვავე გარე ოტიტების და შუა ყურის ანთებების სამკურნალოდ, რომელიც მიმდინარეობს სეკრეციით დაფის აპკის დაზიანების შედეგად, რაც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიული სახეობებით, მოზრდილებში, ხანდაზმული ასაკის პირებსა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი და დოზირება
ოფთალმოლოგიაში
დოზირება
მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პირები:
• რქოვანას წყლული
ფორციპის წვეთები გამოყენებული უნდა იქნას ქვემოთ მითითებული ინტერვალებით, მათ შორის ღამით:
პირველ დღეს: 2 წვეთი დაზიანებული თვალის/თვალების კონიუნქტივალურ ტომარაში 15 წუთში ერთხელ პირველი 6 საათის განმავლობაში და შემდეგ დღე-ღამის განმავლობაში 2 წვეთი ყოველ 30 წუთში ერთხელ.
მეორე დღეს: 2 წვეთი დაზიანებული თვალის/თვალების კონიუნქტივალურ ტომარაში ყოველ საათში ერთხელ.
მესამე დღიდან მეთოთხმეტე დღემდე: 2 წვეთი დაზიანებული თვალის/თვალების კონიუნქტივალურ ტომარაში ყოველ 4 საათში ერთხელ.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა.
• თვალის და მისი დანამატების ზედაპირული ინფექციები
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1-2 წვეთს დაავადებული თვალის/თვალების კონიუნქტივალურ ტომარაში 4 ჯერ დღეში.
მძიმე ინფექციების დროს პირველი ორი დღის განმავლობაში დაავადებული თვალის/თვალების კონიუნქტივალურ ტომარაში აწვეთებენ 1-2 წვეთს ყოველ 2 საათში, შემდეგ გადადიან ჩვეულებრივ დოზაზე (1-2 წვეთი 4 ჯერ დღეში).
მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს.
Show More
More Info
Brand
ბალკანფარმა-რაზგრადი
Country
Bulgaria
Generic
ciprofloxacin
Dose
0.3%
Form
წვეთები თვალის/ყურის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page