Nattaye Retina

Nattaye Retina

Italy

ომისან ფარმაციუტკლსი
About Product
დასახელება - ნატაი რეტინა 10მლ თვ.წვ.გელი

ჰიალურონის მჟავას მაღალი შემცველობა HA-0,4% განაპირობებს თვალის ზედაპირის ხანგრძლივ დატენიანებას და დაცვას. აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ თვალს.

ალფა ლიპოის მჟავა ALA – ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც თრგუნავს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ ზეგავლენას, იცავს ბროლს შემღვრევისგან და ინარჩუნებს მის გამჭირვალობას; ამცირებს ლიპიდურ ჟანგვას და მის მავნე გავლენას ნერვულ უჯრედებსა და სისხლძარღვებზე; ააქტიურებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ატფ-ის სინთეზს; აქვეითებს გლუკონეოგენეზის და კეტოგენეზის პროცესებს.

ვიტამინი E-TPGS – სპეციალურად შემუშავებული E ვიტამინის წყალში ხსნადი ფორმაა, გაუმჯობესებული აქტივობით და მაღალი შეღწევადობით ქსოვილებში. თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით იგი დადებითად მოქმედებს თვალის წინა და უკანა სეგმენტების სხვადასხვა დაავადებების დროს: კატარაქტა, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია, გლაუკომა, უვეიტი.

გლიპოგრიმერი – ხსნარს ანიჭებს გელის სტრუქტურას და განაპირობებს მის ხანგრძლივ აპლიკაციას თვალის ზედაპირზე.

ბორის მჟავა და ნატრიუმის ტეტრაბორატი – ხასიათდება მსუბუქი ანტიმიკრობული აქტივობით (ბაქტერია, სოკო). გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური საშუალება თვალის ჰიგიენისთვის; ხსნის კვამლით, ქლორით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულ გაღიზიანებას.

პროდუქტი არ შეიცავს: კონსერვანტებს, ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს და ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს.

ჩვენებები

მშრალი თვალის სინდრომი;
თვალის გაღიზიანება, სიწითლე, წვა და უცხო სხეულის შეგრძნება;
პროგრესირებადი კატარაქტის პრევენცია;
დიაბეტური რეტინოპათია;
დიაბეტური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
მაკულოდისტროფია;
სხვადასხვა გენეზის ანგიო- და ნეიროპათიები;
ღამის მხედველობის გაუმჯობესება;
გარემოს სტრესული ფაქტორებისგან დაცვა (მზე, ქარი, მტვერი, კვამლი, აუზის ქლორიანი წყალი);
თვალის გადაღლის და დაძაბვის დროს (ღამით ტარება, ეკრანებთან ხანგრძლივი კონტაქტი, არასაკმარისად განათებული გარემო და სხვა).
დოზირება და გამოყენების წესი

1-2 წვეთი თითოეულ თვალში დღეში 1-ჯერ ან რამდენიმეჯერ, საჭიროების მიხედვით.
Show More
More Info
Brand
ომისან ფარმაციუტკლსი
Country
Italy
Generic
Hyaluronic acid + Alpha lipoic acid + Vitamin E+ Glypogrimer
Dose
10მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page