Supervizion eye drops 10ml #1
Supervizion eye drops 10ml #1

Supervizion eye drops 10ml #1

Italy

სოს ფარმაცეუტიკი
About Product
დასახელება - სუპერვიჟენი 10მლ თვ/წვ

დანიშნულება

სუპერვიჟენი გამოიყენება თვალის ან თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლის, დაღლილობისა და დისკომფორტის დროს, რომელსაც იწვევს:

გარემო ფაქტორები (კონდიციონერი, გათბობა, მზის რადიაციის გადაჭარბებული ზემოქმედება, ქარი, კვამლი, დაბინძურება, ზღვის წყალი ან აუზის წყალი და მშრალი მარილი);
თვალების სიმშრალე გადაჭარბებული დაღლილობის გამო, რომელიც გამოწვეულია კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობით, მეცადინეობით ან მშრალი თვალის სინდრომით;
რბილი ან ნახევრად მყარი კონტაქტური ლინზების ტარება.
სუპერვიჟენის გამოყენება ექიმის რჩევით შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

ქრონიკული ბლეფარიტის შედეგად გამოწვეული ცრემლსადენის ანომალიები და ცრემლის ხარისხის ან რაოდენობის ცვლილება, რომელიც ცნობილია როგორც „მშრალი თვალი სინდრომი";
თვალის სხვადასხვა სახის ქირურგიული ჩარევის ან ქუთუთოებზე ესთეტიკური ქირურგიის შედეგად გამოწვეული ცრემლსადენის ანომალიები;
რეფრაქციული ოპერაციის შემდეგ ცრემლსადენი ფუნქციის სტაბილურობის გაუმჯობესებისათვის.
გამოყენების წესი

კარგად დაიბანეთ ხელები.
პირველ გამოყენებამდე მოაძვრეთ დამცავი სტიკერი.
ამოიღეთ დამცავი თავსახური და გახსენით ბოთლი.
გადააბრუნეთ ბოთლი თავდაყირა და ბოთლზე მცირე ზეწოლით ჩაიწვეთეთ 2 წვეთი თითოეულ თვალში ან ექიმის რჩევის შესაბამისად.
ბოთლის შიგთავსის შემცირებასთან ერთად, ჩაწვეთება შესაძლოა, მასზე უფრო მეტი ზეწოლის საჭიროებას უკავშირდებოდეს. ამის მიზეზია ის, რომ დახურული სისტემით მოხდეს კონსერვანტებისაგან თავისუფალი სითხის სტერილურობისა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შენარჩუნება.
გამოყენების შემდეგ მოაცილეთ დარჩენილი წვეთი და დაუყოვნებლივ დახურეთ ბოთლი.
ბოთლის შიგთავსი გამოყენებული უნდა იქნას პირველი გახსნიდან მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

შენახვისპირობები
შეინახეთ 2რC-30რC ტემპერატურაზე, მშრალ, სითბოსგან და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
სოს ფარმაცეუტიკი
Country
Italy
Generic
hyaluronic acid
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page