შემადგენლობა: ნატრიუმის ჰიალურონატი 0.4%. დამატებითი ინგრედიენტები: გლიცერინი, დისოდიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ცეტრიმიდი, ნატრიუმის ჰიპოფოსფატი, ტეტრატოდიუმის ვერსენატი, გამოხდილი წყალი.
ნატრიუმის ჰიალურონატი: ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: გაღიზიანებული თვალის სინდრომი, თვალის სიწითლის და კომპიუტერთან ხანგრძლივი დროით დაყოვნებისას. ასევე ინიშნება ისეთი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების დროს როგორიცაა: მზე, მშრალი ჰაერი, მარილიანი წყალი, თამბაქო, მტვერი, კონდინციონერი.
ჩვენება: ძლიერად გამომშრალი თვალი ოფთალმოლოგიური ოპერაციის შემდგომი მკურნალობის დროს; თვალის სიწითლე; თვალის წვა; კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა.
დოზირება და გამოყენების წესი: გამოიყენება ადგილობრივად, პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ხელების საგულდაგულოდ დაიბანა. თითო წვეთი უნდა ჩაიწვეთონ 2-3 ჯერ დღეში. თუ პაციენტი ღამითაც იყენებს კონტაქტურ ლინზებს, გამოიყენება ზუმას წვეთები ძილის წინ და გამოღვიძებისთანავე.
სიფრთხილის ზომები: შეიცავს კონსერვანტს: ცეტრიმიდს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. უნდა მოარიდონ სითბოს წყაროს, ინახება მშრალ ადგილას 25C ტემპერატურამდე. პრეპარატი გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში. არ გამოიყენება პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.