შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებას მეტამიზოლ ნატრიუმი 1000მგ 2მლ საინექციო ხსნარში. სხვა დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი. ჩვენებები: ანალგინი შეიცავს მეტამიზოლ ნატრიუმს, რომელიც განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ წამლებს (ანალგეტიკები). ამავდროულად ის ავლენს სიცხის დამწევ ქმედებასაც. ანალგინი გამოიყენება: სხვადასხვა წარმოშობის მწვავე, ზომიერად ძლიერი და ძლიერი ტკივილის მოკლე დროით გასაყუჩებლად; მაღალი ტემპერატურის დამწევად, თუ ტემპერატურაზე სხვა მეთოდი არ მოქმედებს.
უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული აქტიურ ნივთიერების მეტამიზოლის ან პირაზოლონის ჯგუფის წარმოებული სხვა პრეპარატების ან ამ წამლის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ. თუ პაციენტს აწუხებს ღვიძლის მწვავე პორფირია ან თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზული უკმარისობა; თუ პაციენტს აწუხებს ღვიძლის და-ან თირკმელების მძიმე დაავადება; თუ პაციენტს დარღვეული აქვს ძვლის ტვინის ფუნქცია ან ჰემატოლოგიური დაავადება, როგორიცაა აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია; თუ პაციენტს აქვს ჰიპოტონია ან არასტაბილური სისხლის მიმოქცევა; თუ პაციენტი არის ორსულoბის ბოლო ტრიმესტრში.ოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებმა: მოზრდილებმა და 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდებმა (53კგ-ზე მეტი სხეულის მასით) შეიძლება მიიღონ 1-2მლ ინტრავენურად ან კუნთში, როგორც ერთჯერადი დოზა. თუ აუცილებელია, ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 5მლ-მდე ( შეესაბამება 2500მგ ანალგინს). მაქსიმალური დღიური დოზაა 8მლ.; საჭ იროების შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10მლ-დე (შეესაბამება 5000მგ ანალგინს).
ჩვილები და ბავშვები: ერთჯერადი დოზის სახით ინტრავენურად ან კუნთში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სქემით: ბავშვების ასაკობრივი დიაპაზონი: ერთჯერადი მაქსიმალური (სხეულის მასა) დოზა დღიური დოზა ჩვილები 3-11თვის 0.1-0.2მლ 0.4-0.8მლ (დაახლოებით 5-8კგ.)
1-3 წლის (დაახლოებით 9-15კგ) 0.2-0.5მლ 0.8-2.0მლ
4-6 წლის (დაახლოებით 16-23კგ) 0.3-0.8მლ 1.2-3.2მლ
7-9 წლის (დაახლოებით 24-30კგ) 0.4-1.0მლ 1.6-4.0მლ
10-12 წლის (დაახლოებით 31-45კგ) 0.5-1.4მლ 2.0-5.6მლ
13-14 წლის (დაახლოებით 46-53კგ) 0.8-1.4მლ 3.2-7.2მლ
ხანდაზმულები და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის-თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტები: ხანდაზმულებსა და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის-თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს, რადგანაც მათ ორგანიზმში მეტამიზოლის პროდუქტის გამოყოფა შესაძლოა იყოს შენელებული.შენახვის წესი: პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე