About Product
საერთაშორისო დასახელება -ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი
ლიდოკაინი-ლიქვო
სინონიმები: ლიგნოკაინი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, ქსილოკაინი, ლიდოკარტი.
პრეპარატის ფორმა:
საინექციო ხსნარი 2% და 1%
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ და 10 მგ/მლ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი.
აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს უფერო ან ოდნავ მოყვითალო გამჭვირვალე სითხეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი საანესთეზიო, I-ბ ჯგუფის ანტიარითმული საშუალება.
ჩვენებები:
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია და ტაქიკარდია, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში, პარკუჭების ფიბრილაციის პროფილაქტიკა, გლიკოზიდური ინტოქსიკაცია, კარდიოქირურგია.
ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარებლობითი; აგრეთვე ადგილობრივი ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში, მეან-გინეკოლოგიაში, ქირურგიაში, დერმატოლოგიაში, პერიფერიული ნერვებისა და ნერვული კვანძების ბლოკადა.
მეანობაში: ეპიზიოტომიის წინ და ნაკერების დადების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
კარდიოლოგიური პრაქტიკა:
პრეპარატის შეყვანას იწყებენ ინტრავენური ბოლუსით დოზით 1 მგ/კგ. სისხლში მისი თერაპიული კონცენტრაციის შესანარჩუნებლად ლიდოკაინის ვენაში შეყვანას იმეორებენ დოზით 0,5 მგ/კგ ყოველ 8-10 წთ-ში, აუცილებლობის შემთხვევაში საერთო დოზით – 3 მგ/კგ. პირველი დოზის შეყვანის შემდეგ იწყებენ შემანარჩუნებელ ინფუზიას, 2-4 მგ/წთ (30-50 მკგ/კგ/წთ); წვეთოვანი ინფუზია შესაძლებელია 24-36 სთ-ის განმავლობაში.
ინფუზიისათვის 2%-იანი ლიდოკაინი-ლიქვორის ხსნარს ანზავებენ 2-4 მგ/მლ კონცენტრაციამდე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. გულის უკმარისობის, შოკის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისა და 70 წლის ასაკის ზევით პაციენტებში საწყის ან შემანარჩუნებელ დოზას ამცირებენ 50%-მდე. ასეთი შემთხვევის დროს, ხანგრძლივი ინფუზიისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის დინამიკური შემოწმება. ენდოტრაქეალურად და კუნთებში შეყვანისას იყენებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია ვენაში შეყვანა.
ლიდოკაინი კუნთებში შეჰყავთ დოზით 2-4 მგ/კგ (მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 200 მგ-ს) 4-6 სთ-იანი ინტერვალით. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ჰოსპიტალიზაციამდე 4 მგ/კგ (მაქსიმალურად – 200-300 მგ). პრეპარატის ქირურგიაში და მეანობაში, სტომატოლაგიაში, ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში გამოსაყენებლად დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად ჩვენების, კლინიკური სიტუაციისა და გამოყენებული სამკურნალო ფორმის მიხედვით. ლიდოკაინის ხსნარი შეთავსებადია ეპინეფრინთან. აუცილებლობის შემთხვევაში 10 მლ პრეპარატს უმატებენ (უშუალოდ გამოყენების წინ) 0,1 % ეპინეფრინის ჰიდროქლორიდის ხსნარის 1 წვეთს და არაუმეტეს 5 წვეთისა მთელ ხსნარზე. ადგილობრივი ანესთეზიის დროს პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 200 მგ-ს, ეპინეფრინთან - 500 მგ.
გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მოუსვენრობა. მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში პრეპარატის ვენაში სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია კრუნჩხვები, ტრემორი, პარესთეზიები, ეიფორია, დეზორიენტაცია, ყურებში შუილი, მეტყველების შენელება.
პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ბრადიკარდია, გამტარებლობის შენელება, არტერიული ჰიპოტენზია.
წინააღმდეგჩვენებები:
გამოხატული ბრადიკარდია, ჰიპოვოლემია, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, სინოატრიალური, ატრიოვენტრიკულური ან პარკუჭშიდა ბლოკადები, კარდიოგენული შოკი, გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმები, პრეპარატის და/ან სხვა ამიდების ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ადამს-სტოკსისა და ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;
Show More