Solvecain amp 1% 4 ml #10
Solvecain amp 1% 4 ml #10

Solvecain amp 1% 4 ml #10

India

დივინ ლაბორატორია
About Product
საერთაშორისო დასახელება - lidocaine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური საშუალებები → ანალგეზიური და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები
შემადგენლობა
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს-10 მგ-ს
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლიდოკაინი ძლიერი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულსა და გამტარს. იგი ბლოკავს ნატრიუმის იონების შეღწევას მიოკარდიუმის უჯრედებში და ამგვარად თრგუნავს იმპულსის წარმომქმნელი ექტოპიური კერების ავტომატიზმს. ამავე დროს გულის გამტარობითი ფუნქცია არ ითრგუნება. სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, ლიდოკაინი ხელს უწყობს მიოკარდიუმის უჯრედებიდან კალიუმის იონების გამოსვლას და აჩქარებს უჯრედული მემბრანის რეპოლარიზაციის პროცესს, ამოკლებს მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობასა და რეფრაქტერიული პერიოდის ეფექტიანობას.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი და ეპიდურალური ანესთეზიისათვის ქირურგიაში, მეან-გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის გამოყენებისას ქირურგიულ და სამეანო პრაქტიკაში, სტომატოლოგიაში, ოტო-რინოლარინგოლოგიაში დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვენებებსა და კლინიკურ სიტუაციაზე.
ადგილობრივი ანესთეზიის დროს შესაძლებელია ლიდოკანის კომბინირება ადრენალინთან.
ინფილტრაციული ანესთეზიისათვის გამოიყენება 5-300 მგ პრეპარატი.
პერიფერიული ნერვების ბლოკადისათვის: ნეკნთაშუა ნერვების ბლოკადისათვის გამოიყენება 30მგ; პარაცერვიკალური ბლოკადისათვის- 100 მგ თითოეულ მხარეს, პრეპარატის განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ 90 წთ-ის შემდეგ; პარავერტებრალური ბლოკადისათვის - 30-50მგ; პუდენდალური ბლოკადისათვის - 100 მგ თითოეულ მხარეს.
სიმპატიკური ნერვების ბლოკადისათვის გამოიყენება 50-100 მგ.
ეპიდურალურად გამოიყენება 200-300 მგ. სამეანო პრაქტიკაში კაუდალური ანალგეზიისათვის გამოიყენება 300 მგ. აუცილებლობისას პრეპარატის განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია არა ნაკლებ 90 წთ-ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ყურებში შუილი, ენის დაბუჟება ( სტომატოლოგიაში გამოყენებისას), იშვიათად - ეიფორია, დოზის გადაჭარბებისას- დეზორიენტაცია, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ, გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, კარდიოგენური შოკი, ადამს-სტოქსის სინდრომი, ვოლფ-პარკინსონ-უაითის სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობისას, არტერიული ჰიპოტონიის, თირკმლების მძიმე დაავადებების დროს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, არტერიული წნევის დაქვეითება, ტრემორი, ტონიკურ-კლონური კრუნჩხვები, კომა, კოლაფსი, AV ბლოკადა, ცნს-ის დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება.
მკურნალობა: ლიდოკაინის შეყვანის შეწყვეტა, ფილტვების ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია, ანტიეპილეფსიური საშუალებების, ვაზოკონსტრიქტორების ( ნორადრენალინი, მეზატონი) ბრადიკარდიის დროს- ქოლინოლიზური საშუალებების (ატროპინი) დანიშვნა. დიალიზი არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლიდოკაინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ლიდოკაინის მოქმედების ეფექტის გაძლიერება. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.
ლიდოკაინისა და ნოვოკაინმიდის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცნმ-ის აგზნება, ჰალუცინაციები.
ინტრავენურად ჰექსენალის ან ნატრიუმის თიოპენტალის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს.
ციმეტიდინი ზრდის ლიდოკაინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერებას.
Show More
More Info
Brand
დივინ ლაბორატორია
Country
India
Generic
lidocaine
Dose
1%
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
4მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page