Paracetamol syrop 120mg/5ml 125ml
Paracetamol syrop 120mg/5ml 125ml

Paracetamol syrop 120mg/5ml 125ml

Bulgaria

სოფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Paracetamolum
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: პარაცეტამოლი; პარა-აცეტამინოფენოლი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, ბლანტი, ვარდისფერი, მოტკბო გემოს, ჟოლოს დამახასიათებელი სუნის მქონე სიროფი.
შემადგენლობა:
100 მლ სიროფი შეიცავს 2,4 გ პარაცეტამოლს.

დამხმარე ნოვთიერებები:
პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, ეთილის სპირტი, ფხვნილის მსგავსი საკვები სორბიტი, ნიპაგინი, ნიპაზოლი, ჟოლოს არომატული საკვები ესენცია, ღია წითელი-ძოწისებრი ფერის C 121 საღებავი და გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა:
სიროფი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი საშუალება.

გამოყენების ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი, მცირე და საშუალო ინტენსივობის (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია; კბილების ამოსვლით გამოწვეული ტკივილი, აგრეთვე ტრავმების, დამწვრობების, ფარინგიტის, რევმატიული ტკივილების დროს). აგრეთვე ინფექციურ-ანთებითი დაავადებებით გამოწვეული ცხელების, საბავშვო ვირუსული ინფექციების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად. 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 2,5-5 მლ სიროფი (0,5-1 ჩაის კოვზი), 1-დან 3 წლამდე 5-7,5 მლ სიროფი (1-1,5 ჩაის კოვზი), 3-დან 6 წლამდე -7,5-10 მლ (1,5-2 ჩაის კოვზი), 6-დან 12 წლამდე– 10-15 მლ (2-3 ჩაის კოვზი), 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში 15-25 მლ (3-4 ჩაის კოვზი). მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღეღამეში თითოეულ მიღებას შორის არა ნაკლებ 4 სთ-ის ინტერვალით.

გვერდითი მოქმედება:
პარაცეტამოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლებელია წარმოიშვას გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილები, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება). სიროფის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება – ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, მეთჰემოგლობინემია, აგრანულოციტოზი. ხანგრძლივად დოზით მიღებისას, რომელიც სჭარბობს თერაპიულს შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.

წინააღმდეგჩვენება:
პარაცეტამოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, გლუკოზო-6-დეჰიდროგენაზას დეფიციტი, სისხლის დაავადებები, 6 თვემდე ასაკის ბავშვები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პაციენტები, რომლებიც იყენებდნენ ბარბიტურატებსა და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს პარაცეტამოლის გამოყენებისას შესაძლებელია აღენიშნოთ ამ უკანასკნელის ნახევრადგამოყოფის პერიოდის მომატება. კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას, რაც აძლიერებს ღვიძლში “პირველი გავლის” ინტენსივობის ეფექტს და იწვევს პრეპარატის კლირენსის გაძლიერებას. ამან შეიძლება შეაფერხოს სისხლში პარაცეტამოლის კონცენტრაციის თერაპიული დონის მიღწევა.
Show More
More Info
Brand
სოფარმა
Country
Bulgaria
Generic
paracemolum
Dose
120მგ/5მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
125მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page