About Product
საერთაშორისო დასახელება - ACETYLSALICYLIC ACID, ASCORBIC ACID
მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of
BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა+ასკორბინის მჟავა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება და ვიტამინი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები C ვიტამინით: ტუბში 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ან 2 ტუბი.
1 ტაბ.
აცეტილსალიცილის მჟავა......... 330 მგ
ასკორბინის მჟავა ..................... 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცინი, გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოვიდონი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
უპსარინ უპსა C ვიტამინით კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ჩვენებები:
სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და საშუალო ინტენსიობის ტკივილები (ნევრალგია, თავის, კბილის კუნთების და სახსრების ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს);
ტემპერატურის მომატება გრიპის, გაცივებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება მოზრდილებსა და 15 წელს ზევით ასაკის ბავშვებში.
მოზრდილებსა და ბავშვებში 15 წლის ასაკის ზევით: 1-2 ტაბლეტი მიიღება 2-3-ჯერ დღეში; მაქსიმალური დღიური დოზაა - 6 ტაბლეტი.
ხანდაზმულებში: 1 ტაბლეტი მიიღება 4-ჯერ დღეში; მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს.
პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით - 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ალერგიული რეაქციები - გამონაყარი კანზე, ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება; ჰაფტენური მექანიზმის ფონზე - „ასპირინული“ ტრიადა (ბრონქული ასთმა, ცხვირის მორეციდივე პოლინოზი და აცეტილსალიცილის მჟავასა და პირაზოლინის რიგის პრეპარატების აუტანლობა);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან („ყავის ნალექის“ მსგავსი ღებინება, „კუპრისფერი“ განავალი), მადის დაქვეითება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია, ჰიპერბილირუბინემია; ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან), სისხლის შედედების დროის გახანგრძლივება; ვიტამინი C მაღალმა დოზებმა (>1 გ-ზე მეტი) ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით, შეიძლება გამოიწვიოს შარდ-კენჭოვანი დაავადება, ასევე შეიძლება გაზარდოს ჰემოლიზის განვითარების რისკი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა).
არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
Show More
More Info
7315
Generic
acetylsalicylic acid+ascorbic acid