Acc Active powder for oral 600mg pac #10
Acc Active powder for oral 600mg pac #10

Acc Active powder for oral 600mg pac #10

Germany

სალუტას ფარმა
About Product
შემადგენლობა:
ცხელი სასმელის დასამზადებელი გრანულების შემცველი 1 პაკეტი წონით 3 გ
შეიცავს 600 მგ აცეტიცისტეინს.
დამხმარე ნივთიერებები:
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ), ლაქტოზა, მანტოდექსტრინი, საქარინი,
არომატიზატორები.
ერთი პაკეტი შეესაბამება 0,17 პურის ერთეულს.
წამლის ფორმა:
გრანულები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური საშუალებაჩვენება:
სასუნთქი გზების დაავადებები, რომლის თანმხლებია ნახველის გაძნელებული
ევაკუაცია:
- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
- პნევმონია;
- ბრონქოექტაზია, ბრონქული ასთმა, ბრონქიოლიტი, მუკოვისციდოზი.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული
მგრძნობელობა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ორსულობისა და
ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ, ამიტომ იგი გამოყენება მხოლოდ
ექიმის რეკომენდაციითმიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 14 წლის ასაკის ზევით მოზარდებში პრეპარატი მიიღება 3-ჯერ
დღეში 1 პაკეტის ოდენობით (600 მგ აცეტილცისტეინი დღეში).
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2-ჯერ დღეში 1 პაკეტის ოდენობით (200 მგ
აცეტილცისტეინი 2-ჯერ დღეში).
სიფრთხილეა საჭირო:
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება 200 მგ აცეტილცისტეინის
შემცველობის გამო არ არის რეკომენდებული. ასეთ შემთხევევაში მიზანშეწონილია
სხვა ისეთი პრეპარატის გამოყენება, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს
აცეტილცისტეინს.
ჩვილ და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის მკაცრი
კონტროლის ქვეშ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ.
გრანულებს ხსნიან 1 ჭიქა ცხელ წყალში და იღებენ ცხელი სახით.
აუცილებლობის შემთხვევაში დამზადებული ნაყენი დასაშვებია დავაყოვნოთ 3 სთ_x0002_ის განმავლობაში.
სითხის დამატებით მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.
პრეპარატის გამოყენება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის
რეკომენდაციის გარეშე არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:
იშვვიათად თავის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება
(სტომატიტი) და ყურებში შუილი. იშვიათად – ფაღარათი, ღებინება, გულძმარვა
და გულისრევა, არტერიული წნევის მომატება, არითმია. ცალკეულ შემთხვევებში
ალერგიული რეაქციები, სასუნთქი გზების სპაზმები (ბრონქოსპაზმი), კანზე
გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება ფაღარათი, ღებინება, მუცლის არეში
ტკივილი, გულძმარვა და გულისრევა.
გამოშვების ფორმა:
#6 ან #10 პაკეტი მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 600 მგ
აცეტილცისტეინს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას,
არაუმეტეს 25 0 ჩ ტემპერატურაზე.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტო
Show More
More Info
Brand
სალუტას ფარმა
Country
Germany
Generic
Acetylcysteine
Dose
600მგ
Form
ფხვნილი ორალური
Packing
პაკეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page