ACC Baby syrup 20mg/1ml 100ml #1

ACC Baby syrup 20mg/1ml 100ml #1

Germany

სალუტას ფარმა
About Product
გრანულები სიროფის დასამზადებლად
ACC® JUNIOR
აცეტილცისტეინი 100 მგ/5 მლ
მუკოლიზური საშუალება
შემადგენლობა
სიროფის 1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს აცეტილცისტეინის 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილ (4-ჰიდროქსიბენზოატი) (E 218), ნატრიუმის ციტრატ
დიჰიდრატი, პროპილი (4-ჰიდროქსიბენზოატი), სორბიტოლი, მაარომატიზირებელი
დანამატი (ფორთოხალი).

1. გამოყენების ჩვენებები
აცც®იუინიორი - მუკოლიზური საშუალება ბლანტი ნახველის გასათხელებლად და მის
სასუნთქი გზებიდან გამოდევნის შესამსუბუქებლად.
აცც®იუინიორი გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას,
რომლებსაც თან ახლავს სქელი და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და
ქრონიკული ბრონქიტები, ობსტრუქციული ბრონქიტი, ლარინგოტრაქეიტი, პნევმონია,
ბრონქოექტაზები, ბრონქუLი ასთმა, ბრონქიოლიტები, მუკოვისციდოზი. მწვავე და
ქრონიკული სინუსიტები, შუა ყურის ანთება (საშუალო ოტიტი)თუ მკურნალმა ექიმმა არ დაგინიშნათ თქვენ პრეპარატის მიღების ინდივიდუალური
სქემა, მაშინ რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
ასაკობრივი ჯგუფი საერთო სადღეღამისო დოზა
2 წლამდე ასაკის ბავშვები 2,5 მლ (1/2 საზომი კოვზი) 2-3-ჯერ დღეში (შეესა_x0002_ბამება აცეტილცისტეინის 100-150 მგ)
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები 5 მლ (1 საზომი კოვზი) 2-3-ჯერ დღეში (შეესა_x0002_ბამება აცეტილცისტეინის 200-300 მგ)
6-დან 14 წლამდე ბავშვები და
მოზარდები
5 მლ (1 საზომი კოვზი) 3-4-ჯერ დღეში (შეესა_x0002_ბამება აცეტილცისტეინის 300-400 მგ)
მოზრდილები და მოზარდები 14
წლის ზემოთ
10 მლ (2 საზომი კოვზი) 2-3-ჯერ დღეში (შეესა_x0002_ბამება აცეტილცისტეინის 400-600 მგ)
მუკოვისციდოზი:
ბავშვები6წლის ზემოთ
10 მლ (2 საზომი კოვზი) 3-ჯერ დღეში (აცეტილცისტეინის 600 მგ დღე-ღამეში).
2-დან6წლამდეასაკისბავშვები
5 მლ (1 საზომი კოვზი) 4-ჯერ დღეში (აცეტილცისტეინის 400 მგ დღე-ღამეში).
მუკოვისციდოზით დაავადებული პაციენტებისთვის და იმ ადამიანებისთვის,
რომელთა სხეულის მასა 30 კგ-ს აჭარბებს, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია
აცეტილცისტეინის სადღეღამისო დოზის 800 მგ-მდე გაზრდა.
იმისათვის, რომ აცც® იუნიორი მოქმედებდეს სათანადოდ, უნდა ზუსტად დაიცვათ
გამოყენების ინსტრუქციის მითითებები!
გამოყენების წესი
გამოყენებული იქნას დამზადებული სიროფის სახით.
აცც® იუნიორი მიღებული უნდა იქნას ჭამის შემდეგ.
სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა
ხანმოკლე გაცივების დროს მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. ქრონიკული
ბრონქიტისას და მუკოვისციდოზისას პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული უფრო
ხანგრძლივი კურსების სახით და ინფექციების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით.
სიროფის დამზადება
- გახსენით ფლაკონი, პატარა ხუფზე დაჭერით (ბავშვების მიერ გახსნისგან
დაცვით) და ერთდროულად მარცხვნივ მისი გადატრიალებით.
- დაასხით ცივი წყალი ნიშნულამდე (შუშაში ჩაღრმავება).
- დახურეთ ფლაკონი. ენერგიულად შეანჯღრიეთ, აურიეთ.
- კვლავ ჩაამატეთ წყალი ნიშნულამდე (შუშაში ჩაღრმავება) და შეანჯღრიეთ
Show More
More Info
Brand
სალუტას ფარმა
Country
Germany
Generic
Acetylcysteine
Dose
20მგ/1მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page