Bronchobos syrup 250mg/5ml 200.0

Bronchobos syrup 250mg/5ml 200.0

Bosnia and Herzegovina

ბოსნალიჯეკი
About Product
შემადგენლობა: ბრონქობოსი 5% სიროფის 5მლ შეიცავს: კარბოცისტეინი 250.00მგ. ბრონქობოსი 5% სიროფის სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი 85%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ჟოლოს არომატი, აზორუბინი (E122), გამოხდილი წყალი.

ჩვენება: ბრონქობოსი 5% სიროფი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის (ათხევადებს მას), რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს.

ბრონქობოსი 5% სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების (რესპირატორული ტრაქტის) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ხდება ძალიან წებოვანი.

უკუჩვენება: მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ღებულობს სხვა მედიკამენტებს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა ან აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები მედიკამენტების მიმართ.

დაუშვებელია ბრონქობოსი 5% სიროფის მიღება: თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან ბრონქობოსი 5% სიროფის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხახის ან ენის შეშუპებას; თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავის წყლული. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ბრონქობოსი 5% სიროფის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.ორსულობა და ლაქტაცია: მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად, გეგმავს ორსულობას ან ფიქრობს, რომ არის ორსულად. ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში; ლაქტაციის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
სხვა გაფრთხილებები: ბრონქობოსი 5% სიროფი შეიცავს 96% ეთანოლს (სპირტს). ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას 15მლ სიროფი შეესაბამება 375მგ სპირტს. ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისათვის. ასევე, მხედველობაშია მისაღები ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფი პაციენტებისათვის, ბავშვებისა და მაღალი რისკის მქონე (ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე) პაციენტებისათვის; ბრონქობოსი 5% სიროფი შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატს. ორივე ინგრედიენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები); ბრონქობოსი 5% სიროფი შეიცავს აზორუბინს (E122), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

ბრონქობოსი 5% სიროფის მიღების წესი: მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი: ბრონქობოსი 5% სიროფი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ბრონქობოსი 5% სიროფის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

დოზირება: მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით): რეკომენდებული დოზაა 15მლ (3 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 5% სიროფი) 3-ჯერ დღეში; თუ სიმპტომები უმჯობესდება, დოზა შეიძლება შემცირდეს 10მლ-მდე (2 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 5% სიროფი) 3-ჯერ დღეში.
ბავშვები: ბრონქობოსი 5% სიროფი რეკომენდებულია 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის. დოზა იგივეა, რაც მოზრდილებში.შენახვის წესი: ბრონქობოსი 5% სიროფი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 30C ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.

შენახვის ვადა: 36 თვე
Show More
More Info
Brand
ბოსნალიჯეკი
Country
Bosnia and Herzegovina
Generic
carbocysteine
Dose
50მგ/1მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი მინის
Quantity
1
Volume
200მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page