Fluifort 9% syrup 120ml

Fluifort 9% syrup 120ml

Thailand

მ ჰ მანუფაქტურა
About Product
საერთაშორისო დასახელება - carbocysteine lysine salt
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
შემადგენლობა

სიროფის ყოველი 100მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატი 9 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ალუბლის არომატიზატორი, მეთილპარაბენი, კარამელის არომატიზატორი, საქაროზა და გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
- ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, ლორწოს გამათხელებელი და ამოსახველეებლი ეფექტით. ფლუიფორტი ეფექტურია როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერვისკოსზური ლორწოსა და ნახველის შემთხვევაში.
- ფლუიფორტი მოწოდებულია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და მწვავე ბრონქიტის გართულებების სამკურნალოდ
- ფლუიფორტი აგრეთვე მოწოდებულია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების: ფარინგიტის, ტონზილიტის, ლარინგიტის, რინიტის, რინოფარინგიტის, ოტიტის და სინუსიტის სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისათვის:
30მლ ერთხელ ან 15მლ ორჯერ დღეში.

ბავშვებისათვის:
1-დან 5 წლამდე ბავშვებში: 2.5 მლ ორჯერ დღეში.
5 წელზე უფროსს ბავშვებში: 5 მლ ორჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატის დანიშნვა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დოზირება შესაძლოა გაიზარდოს (სამჯერ დღეში) ბავშვებშიც და მოზრდილებშიც ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
უკუნაჩვენებია ახალშობილთათვის და 1 წლამდე ბავშვებში

გვერდითი მოვლენები
კლინიკურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პაციენტაბი კარგად იტანენ ფლუიფორტს. იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მაგ: დიარეა, გულისრევა, გასტრალგია, თავბრუსხვევა და ძილიანობა, უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში გამონაყარი კანზე და ქავილი. აღნიშნული სიმპტომები ქრება დოზის შემცირების შემდეგ

უკუჩვენება
უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენინებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ და თორმეტგოჯა ნაწლავისა ან კუჭის მწვავე წყლულოვანი დაავადება
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავდ იმისა, რომ პრეპარატს არ ახასიათებს არც ტერატოგენული, არც მუტაგენური მოქმედება და არ არის დადგენილი მისი შემცველობა დედის რძეში მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას რეკომენდირებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
შაქრიანი დიაბეტის მქონე ან დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფი პაციენტების შემთხევვაში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს საქაროზას.

ჭარბი დოზირება
ფლუიფორტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინიშნება სიმპტომატიური მკურნალობა (კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირი). სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
Show More
More Info
Brand
მ ჰ მანუფაქტურა
Country
Thailand
Generic
carbocysteine
Dose
90მგ/1მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
120მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page