DANOBIN syrop 100mg/5ml  100ml #1

DANOBIN syrop 100mg/5ml 100ml #1

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
დასახელება - დანობინი სიროფი 100მგ/5მლ 100 მლ ფლაკონი #1

ჩვენება:
• ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები 12 წლამდე: დოქსოფილინის რეკომენდებული დღიური დოზაა 12 მგ/კგ დღეში გაყოფილი ორ მიღებაზე. არასაკმარისი შედეგის შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 18 მგ/კგ-მდე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
12 წლიდან 18 წლამდე: 1 საზომი ჭიქა=10 მლ (200 მგ) 2-3 ჯერ დღეში.
მოზრდილები: 2 საზომი ჭიქა=20 მლ (400 მგ) 2-ჯერ დღეში.
ხანდაზმულები: 1 საზომი ჭიქა = 10 მლ (200 მგ) 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, გაღიზიანება, უძილობა, გულისცემის აჩქარება და ტაქიკარდია.
იმშემთხვევაში, თუგამოვლინდაისეთიგვერდითიმოვლენა, რომელიცარარისაღნიშნულიგამოყენებისინსტრუქციაში, პაციენტმაუნდამიმართოსმკურნალექიმს.

უკუჩვენება:
უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
დოქსოფილინი არ ინიშნება ქსანტინის სხვა წარმოებულებთან ერთად. აღწერილია ქსანტინებისა და ეფედრინის ტოქსიკური სინერგიზმის შემთხვევები. ზოგიერთი პრეპარატი აფერხებს ქსანტინების (მათ შორის დოქსოფილინის) გამოდევნას ორგანიზმიდან, მაგალითად: ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი (და ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები), ალოპურინოლი, ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროპრანოლოლი, გრიპის ვაქცინა. შრატში დოქსოფილინის დონესა და გვერდით მოვლენებს შორის კავშირი არ დაფიქსირებულა.

ჭარბი დოზირება:
მიუხედავად იმისა, რომ დოქსოფილინის გამოყენებისას არ არის დადასტურებული გულის რითმის სერიოზული დარღვევები, მისი სრულად გამორიცხვა შეუძლებელია ქსანტინის ნაერთების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს პალპიტაცია, რაც მისი ძირითადი სიმპტომია. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა. მკურნალობის განახლება უფრო დაბალი დოზით დასაშვებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დოქსოფილინი არ იწვევს ნაყოფის დაზიანებას და არ მოქმედებს რეპროდუქციულ უნარზე. მიუხედავად ამისა, ორსულობისას ინიშნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. დოქსოფილინი უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
doxofylline
Dose
100მგ/5მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page