/images/logo_en.svg
Libexin tab 100mg #20
OutOfStock
Temporarily out of stock

Libexin tab 100mg #20

Hungary

ხინიონი

About Product
საერთაშორისო დასახელება - prenoxdiazine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: პრენოქსდიაზინის ჰიდროქლორიდი – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი (გლიცერინი), მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ჩამოჭრილი კიდეებით ორივე მხარეს. ერთ მხარეს გრავირება “LIBEXIN”, მეორე მხარეს გამყოფი ხაზი, რომელიც ტაბლეტს ყოფს ოთხ ნაწილად.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერიფერიული მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

გამოყენების ჩვენება
ნებისმიერი წარმოშობის არაპროდუქტიული ხველა (ზედა სასუნთქი გზების კატარის, გრიპის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, ემფიზემის დროს; ღამის ხველის დროს ავადმყოფებში გულის უკმარისობით; პაციენტების მომზადებისას ბრონქოსკოპული ან ბრონქოგრაფიული გამოკვლევისთვის).

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრენოქსდიაზინის ან პრპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
• მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაძლიერებული ბრონქული სეკრეციით.
• ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები (ინჰალაციური ნარკოზის შემდეგ).
• პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. არ შეიძლება მოცემული პრეპარატის მიღება ისეთი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.
• 1 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენების წესი და დოზები
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანესთეზიის თავიდან ასაცილებლად).
მოზრდილები:
100 მგ (1 ტაბლეტი) 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება დოზის გაზრდა:
200 მგ-მდე (2 ტაბლეტი) 3-4 ჯერ დღე-ღამეში ან
300 მგ-მდე (3 ტაბლეტი) 3 ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვები 1-დან 6 წლამდე ან 10-20 კგ სხეულის მასით*:
50 მგ (1/2 ტაბლეტი) 3 ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვები 6-დან 14 წლამდე ან 20 კგ-ზე მეტი სხეულის მასით*:
50 მგ (1/2 ტაბლეტი) 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
* პაციენტის ასაკისა და სხეულის მასის შესაბამისად რეკომენდებული დოზა პროპორციულად ნაკლებია: 1/4-დან 1/2 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღე-ღამეში (25-50 მგ 3-4 ჯერ დღე-ღამეში).
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა:
ბავშვებისთვის - 50 მგ (1/2 ტაბლეტი),
მოზრდილებისთვის - 300 მგ (3 ტაბლეტი).
დღე-ღამის მაქსიმალური დოზა:
ბავშვებისთვის - 200 მგ (2 ტაბლეტი),
მოზრდილებისთვის - 900 მგ (9 ტაბლეტი).
ბრონქოსკოპიისთვის მომზადებისას დოზა 0.9-3.8 მგ/სხეულის მასის კგ-ზე ინიშნება 0.5-1 მგ ატროპინთან კომბინაციაში პროცედურის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიძლება იწვევდეს ჩივილებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში, რადგან ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (0,38 მგ ლაქტოზას თითო ტაბლეტში).
პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ყურადღება. შედეგად, შესაძლებელია ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
Show More
More Info
Brand
ხინიონი
Country
Hungary
Generic
prenoxdiazine
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat