Loroben oral solution 200ml #1

Loroben oral solution 200ml #1

Turkey

დროგსან ილაჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - benzydamine hydrochloride, chlorhexidine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს :
აქტიური ნივთიერებები: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 150 მგ, ქლორჰექსიდინის გლუკონატი 120 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 20, სორბიტოლი (70%), პროპილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლინური, პიტნის ესენცია, საქაროზა, Ecocool MP,Patent V Blue, ლიმონის მჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პრეპარატები პერორალურად ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ჩვენებები:
პირის ღრუსა და ხახაში ტკივილის მოხსნისთვის (ანგინა, ფარინგიტი, ტონზილიტი, აფთოზური სტომატიტი, გლოსიტი). ოპერაციული ჩარევებისას ხახისა და პირის ღრუში. პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც იწვევს ქიმიოთერაპია,
რადიოთერაპია, ტრამვები და სხვა ჩარევები (მაგ; ტრაქეის ინტუბაცია).
პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი დაავადებების და მათი გართულებების სამკურნალოდ, პაროდონტოზი.
გინგივიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
კბილებზე ნადების შემცირებისთვის;
პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებისთვის.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ბენზიდამინის, ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის;
გამოიყენება მხოლოდს პირის ღრუსათვის;
ხსნარის გადაყლაპვა მიზანშეწონილი არ არის;
შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ლორწოვანზე, განსაკუთრებით ენაზე და კბილებზე შექცევადი შეფერადება.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, ლორობენთან ერთად შეიძლება დაინიშნოს ანტიბაქტერიული თერაპია.

ლორობენის სისტემური ზემოქმედების ალბათობა გასათვალისწინებელია პირებისათვის, თირკმლის და ღვიძლის დაავადებებით, რადგან ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდით.
ლორობენის ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, საკმარისი კლინიკური გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო.

მიღების წესი და დოზირება:
ხსნარი არ გადაყლაპოთ! ლორობენის ხსნარი პირის ღრუში გამოვლების შემდეგ გარეთ უნდა გადმოიღვაროს.
დოზირება მოზრდილებში:
15მლ. ხსნარი უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში არაუმცირეს 30 წამისა. პროცედურა უნდა განმეორებული იქნას ყოველ 1,5-3 სთ-ში დღის განმავლობაში;
ლორობენში არსებული ქლორჰექსიდინი მკურნალობისას ამცირებს კბილებზე ნადებს და გინგივიტის გამოვლინებებს.
თუ ლორობენის ხსნარი გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მიზნით, მაშინ ხსნარის გამოვლება უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს 1 წუთისა. ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების არასასურველი შეფერვის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კბილების გამოხეხვა ჯაგრისით.
დოზირება ბავშვებში (6-12 წელი):
5-15მლ.ხსნარი უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში ყოველ 1,5-3 სთ-ში არანაკლებ 30 წამისა.
არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტად. წვის ან ჩხვლეტის განვითარების შემთხვევაში ხსნარი წყლით უნდა განზავდეს.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები:
ლორობენის ხსნარი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და აქვს მცირე გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები, გამოწვეული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის ხსნარის გამოყენებით:
ადგილობრივი:
არასასურველი რეაქციები რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მკურნალობის დროს:
პირის ღრუში - დაბუჟება (2.6%), იშვიათად - წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (1.4 %).
ძალიან იშვიათად აღინიშნება სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება (0.2%),
სიმხურვალის შეგრძნება და გემოვნების შეცვლა (0.1%).
ზოგადი:
გვხვდება იშვიათად: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, დისპეპსიური მოვლენები (0.4%), თავბრუსხვევა (0.1%), თავის ტკივილი და ძილიანობა (0.1%).

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოყენებით :
კბილების ქვების წარმოქმნა, გემოვნების შეცვლა; ექსპერიმენტული კვლევებით სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა.
Show More
More Info
Brand
დროგსან ილაჩი
Country
Turkey
Generic
benzydamine+chlorhexidine
Form
ხსნარი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
200მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page