Meditonzin drops 35ml #1

Meditonzin drops 35ml #1

Germany

მედიცე
About Product
მედიტონზინი (Meditonsin)
შიგნით მისაღები ჰომეოპათიური წვეთები

შემადგენლობა: 1გ
აქტიური ნივთიერებები:
აკონიტინუმ (Aconitinum) D5 0,1გ
ატროპინის სულფატი (Atropinum sulfuricum) D5 0,5გ
მერკურიუს (Mercurius cyanatus) D8 0,4გ
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 94% (მასური); გლიცერინი 85%; გამოხდილი წყალი თანაფარდობით 5:10:85.

გამოყენების ჩვენება: კომპლექსური თერაპიის სახით შემდეგი მწვავე და ქრონიკული ლორ-ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ: ანგინები, ტონზილიტები, ფარინგიტები, ლარინგიტები, რინიტები, გრიპი, პარაგრიპოზული და მწვავე რესპირატორული დაავადებების მითითებული სიმპტომების შემსუბუქების, აგრეთვე მათი პროფილაქტიკის მიზნით.

უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა; ალკოჰოლიზმი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისა და ბავშვისათვის პოტენციურ რისკს. გამოყენებამდე აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა.

გამოყენების წესი და დიზები: განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
მწვავე შემთხვევებში: ერთჯერადი დოზა ყოველ ნახევარ-1 საათში მაქსიმუმ 12 ჯერ დღეში 20 ან 30 წუთით ადრე კვებამდე ან კვების შემდეგ, გადაყლაპვამდე საჭიროა რამოდენიმე ხნის განმავლობაში პირში დაყოვნება. ერთ კვირაზე ხანგრძლივად მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ერთჯერადი დოზა:
ბავშვები 7 თვიდან 1 წლამდე (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ); 1-2 წვეთი;
ბავშვები 1 წლიდან 6 წლამდე: 2-5 წვეთი;
ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 5-7 წვეთი;
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 7-10 წვეთი.
ქრონიკული შემთხვევების დროს მიღების სიხშირეს ამცირებენ დღეში 1-3 -მდე. 7 თვიდან 1 წლამდე ბავშვებმა უნდა მიიღონ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არა უმეტეს მოზრდილის დოზის ერთი მესამედისა, ბავშვებმა 1 წლიდან 6 წლამდე უნდა მიიღონ არა უმეტეს მოზრდილი დოზის ნახევრისა. 6-დან 12 წლამდე ბავშვებმა უნდა მიიღონ არა უმეტეს მოზრდილთა დოზის ორი მესამედისა.
ცივი პერიოდის დასაწყისში ან გრიპის ეპიდემიის წინ გამწვავებების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება: 1-2 ჯერ დღეში მითითებული ასაკობრივი დოზებით.

განსაკუთრებული მითითებები: სიმპტომების გამოვლენიდან რაც უფრო მალე იწყება მკურნალობა, მით უფრო სწრაფი და ეფექტურია პრეპარატის მოქმედება. ჰომეოპათიური პრეპარატების მიღებამ დროებით შეიძლება გამოიწვიოს დაავადების დამძიმება. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და მეიმართოს მკურნალ ექიმს.

თუ მწვავე დაავადების 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე, რადგან შეიცავს 6% ეთანოლს (ეთილის სპირტი).

სამკურნალო საშუალების აღწერა: გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი სუსტი ტკბილ-მწარე გემოთი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად შესაძლებელია ჭარბი ნერწყვის გამოყოფა. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გამოშვების ფორმა: შიგნით მისაღები ჰომეოპათიური წვეთები. 35მლ მინის ფლაკონებში, საწვეთურიანი თავსახურით. ყოველი ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

შენახვის წესი: არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. გახსნილი ფლაკონი: 3 თვე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: მედიცე არცნეიმიტელ პიტტერ გმბჰ და კო. კგ., გერმანია.
Show More
More Info
Brand
მედიცე
Country
Germany
Generic
meditonzin
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
35მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page