PULMICORT  Inh. 40x2mlx0.50mg/ml

PULMICORT Inh. 40x2mlx0.50mg/ml

Greece

ასტრაზენეკა
About Product
დასახელება - Pulmicort - პულმიკორტი 0.50მგ/მლ საინჰალაციო

გამოყენების ჩვენება
- ბრონქული ასთმა , რომელიც საჭიროებს შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებას გლუკოკორტიკოსტეროიდებით ;
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა ბუდესონიდის მიმართ .
-6 თვემდე ბავშვთა ასაკი .

სიფრთხილით ინიშნება ( პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას ): ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა ; სასუნთქი გზების სოკოვანი , ვირუსული , ბაქტერიული ინფექციები , ღვიძლის ციროზი ; დანიშვნისას საჭიროა გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური მოქმედების განვითარების საშიშროების გათვალისწინება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა : ორსულებში ბუდესონიდის გამოყენება არ იწვევდა ნაყოფის განვითარების ანომალიებს , თუმცა არ შეიძლება მათი განვითარების საშიშროების გამორიცხვა , შესაბამისად , ორსულობის პერიოდში , ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესების შესაძლებლობის გათვანისწინებით , საჭიროა ბუდესონიდის დოზის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება .
ლაქტაცია : ბუდესონიდი აღწევს დედის რძეში , თუმცა პულმიკორტის თერაპიული დოზის გამოყენებისას ზემოქმედება ბავშვზე არ გამოვლენილა . პულმიკორტის გამოყენება დასაშვებია ლაქტაციის პერიოდში .

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად . თუ რეკომენდებული დოზა არ აღემატება 1 მგ / დღეში , პრეპარატის მთელი დოზის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ( ერთდროულად ). უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას რეკომენდებულია მისი გაყოფა .

რეკომენდებული საწყისი დოზა :
ბავშვთა ასაკი 6 თვიდან : 0.25-0.5 მგ დღეში . საჭიროებისას შესაძლებელია დოზის მომატება 1 მგ / დღ - მდე .
მოზრდილები / ხანდაზმულები : 1-2 მგ დღეში .
დოზა შემანარჩუნებელი თერაპიისას :
ბავშვთა ასაკი 6 თვიდან : 0.25-2 მგ დღეში .
მოზრდილები / ხანდაზმულები : 0.5-4 მგ დღეში . გამწვავების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს .

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 30 ძ C _ მდე ტემპერატურის პირობებში . ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
Show More
More Info
Brand
ასტრაზენეკა
Country
Greece
Generic
budesonida
Dose
0.5მგ/1მლ
Form
სუსპენზია საინჰალაციო
Packing
ფლაკონი
Quantity
40
Volume
2მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page