Rhinosedal spray nasal 20ml in vial #1
Rhinosedal spray nasal 20ml in vial #1

Rhinosedal spray nasal 20ml in vial #1

France

ლაბ. ელერტე
About Product
დასახელება - რინოსედალი 20მლ სპრეი

გამოყენება

რინოსედალი სპრეი წარმოადგენს 100% ნატურალური დეკონგესტანტს, რომელიც ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას ოსმოსური მოქმედებით ამცირებს, ხსნის ცხვირის გაჭედილობას გაციების, ალერგიული და არაალერგიული რინიტების და სინუსიტების დროს. გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.რინოსედალის სპრეის გამოყენებით ცხვირის ღრუს სანაცია ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან პათოგენური აგენტების გამოდევნას.
რინოსედალის სპრეის შემადგენლობაში არსებული ბალბას და თამარინდის ექსტრაქტები ლორწოვანზე ქმნის დამცავ ფირფიტას და სასუნთქ გზებს იცავს სუპერინფექციის რისკისგან.
რინოსედალის სპრეის ინოვაციურ ფორმულას დეკონგესტანტური მოქმედების გარდა გააჩნია რეგენერაციული, ბარიერული, მუკოლიზური და დამატენიანებელი მოქმედება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რინოსედალის სპრეი ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა გენეზის რინოსინუსიტების დროს, ამცირებს შეშუპებას, სწრაფად აღადგენს დაზიანებულ ლორწოვანს და ახდენს ინფექციის გავრცელების პრევენციას.

აღნიშნული ეფექტი უზრუნველყოფილია კომბინირებული ფორმულით, რომელიც შეიცავს ოპტიმალური კონცენტრაციის (2,2% NaCl) ნატურალური ზღვის წყლის მარილს, 100% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს (ბალბა, თამარინდი).

ჰიპერტონული ნატურალური ზღვის წყალი (2,2% NaCl) ამცირებს ცხვირის და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ანთებას, ამსუბუქებს ზოგადი გაციების სიმპტომებს, ახდენს ცხვირის ღრუდან და სინუსებიდან ჭარბი ლორწოს ეფექტურ დრენირებას.

სამკურნალო მცენარეების - ბალბას და თამარინდის ექსტრაქტი (ბოტანიკური ჰიალურონის მჟავა), ლორწოვან გარსთან შეხებისას წარმოქმნის ჰიდროკოლოიდურ გელს, რომელიც მოშიშვლებული ნერვული დაბოლოებების დაფარვით ამცირებს გაღიზიანებას და ტკივილს. სპრეის აპლიკაციის არეში ბოტანიკური ჰიალურონის მჟავა ქმნის ინფექციისგან დამცავ ბარიერს. ბალბა და თამარინდის ექტრაქტი აღადგენს და ატენიანებს ლორწოვანს. თამარინდის ექსტრაქტის მუკოლიზური თვისება უზრუნველყოფს სქელი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის გათხელებას.

პრეპარატის მოქმედების შედეგია ცხვირის გაჭედილობის მოხსნა და სუნთქვის გაადვილება, ლორწოვანის ნორმალური ფუნქციის აღდგენა, ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების ინფექციურ-ალერგიული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა, პრეეპიდემიურ და ეპიდემიურ პერიოდებში ზემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების რისკის შემცირება.

ჩვენებები

- ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება ცხვირის ღრუს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (რინიტები, სინუსიტები, ადენოიდიტები);

- მწვავე და ქრონიკული რინო-სინუსიტი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით;

- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები იმ პირებში, რომელთაც სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა გააჩნიათ;

- ნაზალური პოლიპოზი (კომპლექსური კონსერვატიული მკურნალობის ფარგლებში);

- მწვავე შუა ოტიტი (მკურნალობის დამხმარე მეთოდი);

- ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა;

- ცხვირით სუნთქვის გაძნელება ორსულობის დროს;

- ენდონაზალური ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი (პოსტოპერაციული ირიგაცია, საჰაერო გზების დრენირება, ლორწოვანი გარსის რეგენერაციის დაჩქარება და შეშუპების შემცირება).

გამოყენების წესი და დოზები

ფლაკონს მოხსენით თავსახური. პირველადი გამოყენებისას დააჭირეთ სასხურებელს 1 ან 2-ჯერ, თავი ოდნავ გვერდზე გადახარეთ, შეასრულეთ 2 შესხურება თითოეულ ნესტოში (დღეში რამდენიმეჯერ საჭიროების მიხედვით). ჭარბი სითხე მოიცილეთ ბამბით ან ცხვირსახოცით. გამოყენების შემდეგ სასხურებელი გარეცხეთ ცხელი წყლით.
რინოსედალის სპრეი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს და მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად.
შეფუთვაზე მითითებულია ვარგისობის ვადა. ბავშვებში რინოსედალის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილის დახმარებით.

გვერდითი მოვლენები
დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითება

თუ 15 დღიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი ინდივიდის მიერ.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ელერტე
Country
France
Generic
aqua sea /hypertonic/+mallow+tamarindus indica
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
20ლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page