Rinospray nasal aeroz 0.05% 10ml

Rinospray nasal aeroz 0.05% 10ml

Republic of Moldova

ფლუმედფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - oxymetazoline
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა:
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ოქსიმეთაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.1 მგ
ოქსიმეთაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.25 მგ
ოქსიმეთაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.5 მგ
დამხმარე საშუალებები:
ლიმონმჟავას მონოჰიდრატი
ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი
გლიცეროლი (85%)
ბენზალკონიუმის ქლორიდი
(50% ხსნარი)
გასუფთავებული წყალი
აღწერა
ხსნარი თითქმის გამჭვირვალე, უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ალფა2-ადრენომიმეტიკური საშუალება.

ჩვენებები
• მწვავე რესპირატორული დაავადებების მკურნალობა, რომლებსაც თან ახლავს სურდო
• ალერგიული რინიტი
• ვაზომოტორული რინიტი
• დრენაჟის აღსადგენად ცხვირის ღრუს, ცხვირის ნესტოების ანთების, ევსტაქიიტის, შუა ოტიტის დროს
• შეშუპების მოსახსნელად ცხვირის გასასვლელებში დიაგნოსტიკურ მანიპულაციებამდე.

უკუჩვენებები
ატროფიული რინიტი; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.
დაცული უნდა იყოს პრეპარატის რეკომენდებული კონცენტრაციები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებისათვის

სიფრთხილით
იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის მომატებას; მომატებული შიდა თვალის წნევის, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს; ორსულობისა და ლაქტაციის დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მძიმე ფორმების დროს (ჰიპერტენზია, სტენოკარდია); თირეოტოქსიკოზისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას არ შეიძლება რეკომენდებული დოზირების გადამეტება. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დედისა და ნაყოფისათვის რისკისა და სარგებლის ურთიერთმიმართების გულდასმითი შეფასების შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზები
გამოყენების წესი და დოზები 0.01%, 0.025% და 0.05% წვეთები ცხვირში გამოსაყენებლად.

მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკიდან:
0.05% მიიღება 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.

ბავშვები 1-დან 6 წლამდე:
0.25% მიიღება 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.

1 წლამდე ასაკის ბავშვები:
4 კვირამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 წვეთი 0.01% თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ. სიცოცხლის მე-5 კვირიდან და 1 წლამდე – 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.

დოზირების სიზუსტის უზრუნველსაყოფად 0.01% ნაზივინის წვეთების ფლაკონს გააჩნია გრადუირებული პიპეტი წვეთების რაოდენობის აღნიშვნებით. მაგალითად, თუ დანიშნულია 1 წვეთი, პიპეტი უნდა შეივსოს ხსნარით 1 აღნიშვნამდე.

დადასტურებულია შემდეგი პროცედურის ეფექტიანობაც:
ასაკის მიხედვით, 0.01% ხსნარის 1-2 წვეთით დაასველეთ ბამბა და გამოწმინდეთ ცხვირის ღრუები.

0.01%, 0.25% და 0.05% წვეთები გამოიყენება 3-5 დღე. რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყნება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
გვერდითი მოქმედება
ზოგჯერ:
ცხვირის გარსების წვა ან სიმშრალე, ცემინება.

იშვიათ შემთხვევებში:
მას შემდეგ, რაც გავა გამოყენების ეფექტი, აღინიშნება ცხვირის “გაჭედილობის” ძლიერი გრძნობა (რეაქციული ჰიპერემია). მრავალჯერადი ზედოზირება ადგილობრივი ნაზალური გამოყენებისას ზოგჯერ იწვევს ისეთ სისტემურ სიმპატომიმეტიკურ ეფექტებს, როგორიცაა პულსის გახშირება (ტაქიკარდია) და არტერიული წნევის მომატება. ძალიან იშვიათად აღინიშნა შფოთვა, უძილობა, დაღლილობა, თავის ტკივილები და გულისრევა.
Show More
More Info
Brand
ფლუმედფარმი
Country
Republic of Moldova
Generic
oxymetazoline
Dose
0.05%
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page