Sinulan duo forte tab #15

Sinulan duo forte tab #15

Czech Republic

ვალმარკი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Centiana,Verbascum,Armoracia,Verbera
ვალმარკი
სასუნქი სისტემის სიჯანსაღისთვის

- ყვითელი გენტელიანის ფესვის ექსტრაქტი (Gენტიანა ლუტეა)
- ქერიფქლას ყვავილის ექსტრაქტი (Vერბასცუმ ტჰაპსუს)
- პირშუშხას ფესვების ექსტრაქტი (Aრმორაცია რუსტიცანა)
- სამკურნალო ვერბენას ექსტრაქტი (Vერბენა ოფფიცინალის)
- დიდგულას ყვავილის ექსტრაქტი (შამბუცუს ნიგრა)
- ნასტურციის ექსტრაქტი (თროპაეოლუმ მაჯუს)
სინულან დუო ფორტე წარმოადგენს ორმაგი მოქმდების მქონე მცენარეული ექსტრაქტების ბალანსირებულ კომპლექსს.
• უზრუნველყოფს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სიჯანსაღეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას;
• ამცირებს მწვავე რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
• დიდგულას ყვავილის ექსტრაქტი Sambucus nigra) – ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ოფლმდენი და ანტიოქსიდანტური მოქმედებით აუმჯობესებს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ფუნქციობას. მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ასევე ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს ახდენს სიმპტომების სწრაფ კუპირებას და ამცირებს დაავადების გამწვავების რისკს. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
• ქერიფქლას ყვავილის ექსტრაქტი (Verbascum thapsus) – ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ლორწოვანი გარსის დამარბილებელი მოქმედებით. ეფექტიანია ზედა სასუნთქი გზების კატარისა და ძლიერი ხველის დროს. პირის ღრუს, ყელის, ხახისა და ხმის იოგების ანთებითი დაავადებებისას ამცირებს სიმპტომებს, მტკივნეულ რეფლექსს, სპაზმსა და შეშუპებას.
• ყვითელი გენტელიანის ფესვის ექსტრაქტი (Gentiana lutea) – ხასიათდება სპაზმოლიზური, მუკოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით. ამდიდრებს ორგანიზმს ენერგიით.
• სამკურნალო ვერბენას ექსტრაქტი (Verbena officinalis) – ამცირებს რესპირატორულ ტრაქტში ლორწოს სიბლანტესა და გამოყოფას, ხელს უწყობს ამოხველებას და აადვილებს სუნთქვას. აძლიერებს იმუნურ სისტემას და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
ჩვენებები:

• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების (ლარინგიტი, ფარინგიტი, რინიტი, ტონზილიტი, ტრაქეიტი) პრევენცია და კომპლექსურ თერაპიაში.
• ქვედა სასუნთი გზების ანთებითი დაავადებების (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქიოლიტი) კომპლექსურ თერაპიაში;
• პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება;
• მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, რომელსაც თან ახლავს სქელი სეკრეტის წარმოქნა;
• გრიპის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული სიმპტომების: ცხელება, თავისა და ყელის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, შემაწუხებელი ხველა (მშრალი ან ნახველიანი), ასთენია, კუნთებისა და თავის ტკივილის, პრევენცია და კომპლექსურ თერაპიაში;
• სეზონური ალერგიული რეაქციებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება, ხველა, ცემინება და გაძლიერებული ლორწოს სეკრეცია.
სინულან დუო ფორტე განკუთვნილია მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 6 წლის ასაკიდან.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
• 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 აბი 1-ჯერ დღეში.
• 12 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში: 1 აბი 2-ჯერ დღეში.
მიღება რეკომენდებულია ყოველდღიურად, კვების დროს, წყლის მიყოლებით. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი საშუალება. არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ორსულობისა და ლაქატაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები: მოცემული დოზებით არ ახასიათებს.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზებით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 250C-ზე.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე (EXP)
Show More
More Info
Brand
ვალმარკი
Country
Czech Republic
Generic
Gentiana lutea+Verbascum thapsus+Armoracia rusticana+Verbena officinalis+Sambucus nigra+Tropaeolum majus
Form
ტაბლეტი
Quantity
15
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page