Tesoro isla chew tab #20

Tesoro isla chew tab #20

Litva

აქსის სვის
About Product
საერთაშორისო დასახელება - Iceland moss,Salvia,Eucalipt,Ment,Propol
20 საწუწნი ტაბლეტი
საკვები დანამატი
კომბინირებული მცენარეული საშუალება.
ანტიმიკრობული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ხველის, ყელის და პირის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო მოქმედების ადგილობრივად გამოსაყენებელი საშუალება.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტში:
შემადგენლობა 1 ტაბლეტი შეიცავს
ისლანდიური ხავსი(Cetaria islandica) 10 მგ
სფეროსებრი ევკალიპტი(Eucalyptus globulus) 5 მგ
სალბი (Salvia officianalis) 10 მგ
პიტნა (Mentha piperita) 10 მგ
მენთოლი (Mentolis) 10 მგ
დინდგელი(Propolis) 20 მგ
ვიტამინი C (L-ascorbis acid) 80 მგ
Iceland Moss (ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი) 10 მგ
ხსნის ყელის ტკივილს ყლაპვის დროს. გააჩნია იმუნომასტიმულირებელი, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ექსტრაქტის ძირითადი ინგრედიენტებია წყალში ხსნადი პოლისაქარიდები - უპირატესად ლიქენინისა და იზოლიქენინის ფორმით. პოლისაქარიდები ფარავენ ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს და წარმოქმნიან დამცავ ფენას, რომელიც ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, თრგუნავენ გარე ფაქტორებით გამოწვეულ ლორწოვანის გაღიზიანებას და არეგულირებენ რეფლექსურ, მშრალ ხველას. დამცავი ე.წ დამარბილებელი ფენა ახდენს ადგილობრივ დამატენიანებელ მოქმედებას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ცალკეულ ინგრედიენტებს, α-D-გლუკანს და გალაქტომანანს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი ეფექტი, პროტოლიქესტერინის მჟავა (PCA)-ს კი ანტიოქსიდაცური, ანტიპროლიფერაციული, ანთების საწ.გო, ანტიბაქტერიული (Staphylococcus aureus, Aeromonas hydrophila, Proteus vulgaris, Streptococcus faecalis, Bacillus cereus, Bacillus subtilis, Pseudomonas aeruginosa, Listeria monocytogenes) მოქმედება.
Tasmanian blue gum -Eucalyptus globulus (სფეროსებრი ევკალიპტის ფოთლების ექსტრაქტი) 5 მგ

- განაპირობებს რესპირატორული სისიტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფოთოლი შეიცავს 1%-ზე მეტ ეთერზეთს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ცინეოლი. მის შემადგენლობაშია მთრიმლავი ნივთიერებები. ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ინფექციური ჭრილობების დროს. ევკალიპტის ფოთლის ნაყენს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ექსტრაქტი გამოიყენება პლევრიტის, პნევმონიის, ფლეგმონის, ტროფიკული წყლულის, ეროზიის დროს. ფოთლების ექსტრაქტი ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ- ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის ნაწილია (ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი).
რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:

ინფექციურ - ანთებითი დაავადებები: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი, ტრაქეიტი.
მშრალი ხველის სიმპტომური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების კომპლექსურ თერაპიაში.
ალერგიული წარმოშობის მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა.

ხმის ჩახლეჩა, ხმოვანი იოგების გადაძაბვა (ლექტორებში, მასწავლებლებში, მომღერლებში).
პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გაღიზიანება (გამოწვეული პირბადის მოხმარებით და სხვა ნებისმიერი მიზეზით ცხვირით სუნთქვის გაძნელების დროს. შენობებში გათბობის და კონდიცირების სისტემის მიზეზით ჰაერის ტენიანობის შემცირებისას).

მიღების წესი: 12 წლის ასაკიდან მიიღება 1 საწუწნი აბი ყოველ 2 - 3 საათში ერთხელ, სრულ გახსნამდე პირის ღრუში. აბების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 აბს დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკში რეკომენდებულია მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში მიიღება სიფრთხილით , ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის შემდეგ (საჭიროებს გლუკოზის დონის კონტროლს).
Show More
More Info
Brand
აქსის სვის
Country
Litva
Generic
cetraria islandica+eucalyptus+salvia+mentha+mentholis+propolis+vit C
Form
ტაბლეტი საწუწნი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page