/images/logo_en.svg
TETESEPT Reizhusten Stiller Direkt Liquid Sticks 10 pcs.
TETESEPT Reizhusten Stiller Direkt Liquid Sticks 10 pcs.

TETESEPT Reizhusten Stiller Direkt Liquid Sticks 10 pcs.

Germany

ტეტესეპტ ფარმა

About Product
ტეტესეპტი მშრალი ხველის სიროფი სტიკ-პაკეტებში

დანიშნულება: ხსნის მშრალ ხველას, ჩახლეჩილ ხმას და ყელის ტკივილს ლორწოვან გარსზე დამამშვიდებელი ეფექტის მეშვეობით და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ბუნებრივ გაჯანსაღებას.

შემადგენლობა: ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი (შეიცავს გლიცერინს), თაფლი, მწარე კამის ზეთი, ვარსკვლავური ანისის ზეთი, კარამელი, გლუკოზის სიროფი, საქაროზას აცეტატის იზობუტირატი (შეიცავს ტრიგლიცერიდებს), კალიუმის ციტრატს, კალიუმის სორბატს, წყალს.

შეიცავს: ისლანდიურ ხავსს, თაფლს, კალიუმის სორბატს და კალიუმის ციტრატს, გლუკოზას.
ტეტესეპტის მშრალი ხველის დამამშვიდებელი სწრაფად ხსნის მწვავე მშრალ ხველას, ასევე თანმხლებ ყელის ტკივილს. ის ეფექტურად ამშვიდებს ყელისა და ხახის გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს. ის ხელს უწყობს ბუნებრივი გაჯანსაღების პროცესს. პაკეტებში მოთავსებული ხველის სიროფი შეგიძლიათ მიიღოთ მარტივად კოვზის და საზომი ჭიქის გამოყენების გარეშე. იდეალურია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. ისლანდიური ხავსის კონცენტრირებული ექსტრაქტი, რომელიც ქმნის ბუნებრივ დამცავ ფენას ყელის და ხახის დაზიანებულ ლორწოვან გარსზე, ანვითარებს თავის დამამშვიდებელ და დამატენიანებელ ეფექტს. მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა და ყელის ტკივილი სწრაფად ქრება. ამავდროულად, თაფლი ეფექტურად იცავს ლორწოვან გარსს გამოშრობისგან. კამის ზეთი და ვარსკვლავიანი ანისი ასევე ხელს უწყობს დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენის პროცესს.

ტეტესეპტის მშრალი ხველის დამამშვიდებელი სიროფი პაკეტებში ეფექტურია მწვავე მშრალი ხველის და ყელის ტკივილის წინააღმდეგ:
1. ხსნის მშრალ ხველას
2. სწრაფად და ეფექტურად ამშვიდებს ყელს და ხახას.
3. ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის აღდგენის პროცესს.

დოზირების ინსტრუქცია: პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსების ოპტიმალური დატენიანებისთვის, ტეტესეპტის მშრალი ხველის მცენარეული სიროფი დააყოვნეთ პირის ღრუში დაახლოებით 30 წამის განმავლობაში და შემდეგ ჩაყლაპეთ.

მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: მოზრდილები იღებენ 2 პაკეტს (10 მლ) 3-ჯერ დღეში, 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდები იღებენ 1 პაკეტს (5 მლ) 5-ჯერ დღეში, 11-დან 14 წლამდე ახალგაზრდები იღებენ 1 პაკეტს (5 მლ) 3-ჯერ დღეში. 4-დან 10 წლამდე ბავშვები იღებენ 1 პაკეტს (5 მლ) 2-ჯერ დღეში, ხოლო 1-დან 3 წლამდე ბავშვები იღებენ 1 პაკეტს (5 მლ) დღეში ერთხელ.
დოზის კორექტირება შესაძლებელია მკურნალი ექიმის მიერ, სიმპტომების სიმძიმისა და სიმპტომების გამომწვევი მიზეზების მიხედვით.

თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 14 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ შეიცავს: გლუტენს და ლაქტოზას.
გთხოვთ მიჰყევით გამოყენების ინსტრუქციას.

შენიშვნები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ტეტესეპტ ფარმა
Country
Germany
Generic
Icelandic moss extract+honey+bitter fennel oil+star anise oil
Form
სიროფი
Packing
პაკეტი
Quantity
10
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat