Tuspamin syrup 100.0

Tuspamin syrup 100.0

Turkey

ვეფა ილაჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Extr.Hedera
სავაჭრო დასახელება: ტუსპამინი
სამკურნალო ფორმა: სიროფი
შემადგენლობა
1 მლ სიროფიშეიცავს
აქტიურ ნივთიერებას:
სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქტს _ 7 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებებს:
გასუფთავებული წყალი, კალიუმისსორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, სორბიტოლის ხსნარი, ქსანტანის გუმფისი, ალუბლის არომატიზატორი.
აღწერილობა
მოყავისფრო სიროფი, ალუბლის გემოთი

ფარმაკოთერაპიულ იჯგუფი
ამოსახველებელი პრეპარატები
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული პრეპარატი. შეიცავს საპონინებს, ტრიტერპენოიდებს, ფლავონოიდებს. აქვს ამოსახველებელი, ხველის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს ნახველის სიბლანტეს და აადვილებს მის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან. გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა.
გამოყენების ჩვენებები
სიმპტომური საშუალების სახით ზედა სასუნთქი გზების და ფილტვების ანთებითი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.
მწვავე (ხანმოკლე) რესპირატორული და ქრონიკული (ხანგრძლივი) ბრონქიალური ინფექციების მკურნალობის დროს სიმპტომების შემსუბუქების მიზნით,
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები ხველებითა და ძნელად გამოსაყოფი ბრონქული სეკრეტით მიმდინარე.

გამოყენების წესი და დოზები

ტუსპამინი
2-5 წლის ასაკის ბავშვებში - 2.5 მლ დღეში 2-ჯერ დღეში,
6 - 11 წლის ასაკის ბავშვებში - 2.5 - 5 მლ 2 ან 3-ჯერ დღეში, (დღიური დოზა 10 მლ)
მოზრდილებში - 7.5 მლ 2 ან 3-ჯერ დღეში. (დღიური დოზა 15მლ.)
დოზირებისთვის გამოიყენება თანდართული საზომი თავსახური.
ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს კარგად დაახურეთ თავსახური!
გამოყენების ხანგრძლივობა
მკურნალობის კურსი შეადგენს 1 კვირას. თერაპიული ეფექტის გასამტკიცებლად რეკომენდებულია დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გაგრძელდეს კიდევ 2 - 3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება
• იშვიათად - საფაღარათო ეფექტი.
• ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ტუსპამინი ხველის საწინააღმდეგო სიროფი არ შეიცავს სპირტს, შაქარს და საღებავებს. გასათვალისწინებელია, რომ 1 მლ სიროფი შეიცავს 0,3488 მგ კალიუმს, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეთებულ პაციენტებში.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ორსულებსა და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არა რის.
Show More
More Info
Brand
ვეფა ილაჩი
Country
Turkey
Generic
Hederae folium
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page