Corvalolum drops 25ml #1
Corvalolum drops 25ml #1

Corvalolum drops 25ml #1

Russia

უსოლიე სიბირსკის ქიმფარმქარხანა
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური და სედატიური მოქმედების კომბინირებული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 25 მლ, საწვეთურით.

1 მლ

ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ..........20 მგ

ფენობარბიტალი .......................................................... 18.2 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი ...............................................30 მგ

პიტნის ზეთი ............................................................ 1.4 გ

ჩვენებები: კორვალოლი ინიშნება ნევროზების დროს მომატებული გაღიზიანებადობის, უძილობის ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადიის, სუსტად გამოხატული კორონარული სისხლძარღვების სპაზმის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ. იგი აგრეთვე გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და სპაზმოლიზური საშუალება - ნაწლავების სპაზმების დროს.
მიღების წესი და დოზირება:

კორვალოლი ინიშნება პერორალურად საკვებისაგან დამოუკიდებლად 3-ჯერ დღეში 15-30 წვეთის ოდენობით, რომელიც გახსნილია წყალში ან შაქრის ნატეხზე. აუცილებლობისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 წვეთამდე.
უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; გულის მძიმე ფორმის უკმარისობა; თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი შეიცავს 62% ალკოჰოლს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კოორდინაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევა, რის გამოც პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა ტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაოების შესრულებისას რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. კორვალოლის გამოყენების შემთხვეევაში ასევე საჭიროა ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან თავის შეკავება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატები აძლიერებენ კორვალოლის მოქმედებას.

- პრეპარატი ასუსტებს იმ პრეპარატების ეფექტს, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ღვიძლში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
უსოლიე სიბირსკის ქიმფარმქარხანა
Country
Russia
Generic
ethylbromisovalerianate+phenobarbital+oleum menthae piperita
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
25მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page