Arko D3 caps 2000ui #90

Arko D3 caps 2000ui #90

France

არკოფარმა
About Product
შემადგენლობა: ვიტამინი D3, მიღებული ლიქენისგან (Lichen des Rennes). შემავსებლები: ცელულოზა, მაგნიუმის კარბონატი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები, ვაშლის ბოჭკო (Malus domestica), რაფსის ზეთი (Brassica napus subps. Napus). ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი. კაფსულის გარსი დამზადებულია ცელულოზისგან. 100% ვეგანური პროდუქტი.
ვიტამინი D3 1 კაფსულა შეიცავს: NRV
2000სე (50მკგ) 1000%
NRV-Nutritional reference values

ჩვენება: D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობს კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს წვრილ ნაწლავში კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და მათ რეაბსორბციას თირკმელების მილაკებში. უზრუნველყოფს ძვლების მინერალიზაციას, ძვლოვანი ჩონჩხის და კბილების ფორმირებას ბავშვებში, აძლიერებს ოსიფიკაციის პროცესს, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
D ვიტამინი მონაწილეობს მეტაბოლიზმში. ეხმარება ორგანიზმს სისხლის შედედების ნორმალიზებაში, აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ნახშირწყლების ათვისებას, ააქტივებს ნერვული ბოჭკოების რეგენერაციას და ზრდის მათ მგრძნობელობას, ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.
D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ვიტამინი D3 - ქოლეკალციფეროლი აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ პასუხს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლას ანთებით პროცესებთან, ასევე ხელს უშლის ფსორიაზის, ეკზემის განვითარებას. დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, ამსუბუქებს პნევმონიის მიმდინარეობას.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 12 წლის ასაკიდან. 1 კაფსულა დღეში, საუზმის დროს, მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით.

განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ მიიღება D ვიტამინის შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთად. ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ნებისმიერი საკვები დანამატი მიიღება ექიმის რეკომენდაცით.
საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 90 კაფსულა შეფუთვაში.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მობ.: 599 09 09 09 f.: ARKOPHARMA.GEORGIA
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
France
Generic
cholecalcipherol+vit A+vit E
Dose
2000სე
Form
კაფსულა
Quantity
90
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page