BeVitum caps #30

BeVitum caps #30

Latvia

აკონიტუმი
About Product
შემადგენლობა: ყოველი 1 კაფსულა შეიცავს: მაგნიუმი-200მგ; ვიტამინი B1-15მგ; ვიტამინი B2-15მგ; ვიტამინიB6-15მგ; ვიტამინი B12-25მკგ; პანტოთენის მჟავა-23მგ; ნიაცინი-50მგ; ბიოტინი-200მკგ.

ჩვენებები: ბევიტუმი მაგნიუმით ხელს უწყობს ენერგიის სინთეზს და დადებითად მოქმედებს შრომის უნარიანობის ამაღლებაზე. ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და სტრესს. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ტკივილისა და ფსიქო-ემოციური ლაბილობის მიმართ; ნერვული სისტემის დისფუნქციით და მეტაბოლური პროცესების დისრეგულაციით გამოწვეული სიმპტომები: ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თავბრუ, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ყურადღების დარღვევები და-ანჰიპერაქტიულობა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია; შაკიკი; დაძაბულობითი თავის ტკივილი; გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები; ანემია; ჰეპატიტი; ენდოკრინული სისტემი სდისფუნქცია: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, ჰიპოთირეოზი; კანის სხვადასხვა პათოლოგიები (ბერი-ბერი, სებორეული ეგზემა); სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი); ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდა სტრესის, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მიმართ.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: 12 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში: 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. მიღება რეკომენდებულია კვების შემდეგ წყლის მიყოლებით. კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია ექიმის რეკომენდაციით. გამოყენებამდე პაციენტი უნდა გაეცნოს გამოყენების ინსტრუქციას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადილზე არაუმეტეს +25? ტემპერატურის პირობებში.

სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატი. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. მკურნალობის სქემაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.

გამოშვების ფორმა: ?30 კაფსულა.
Show More
More Info
Brand
აკონიტუმი
Country
Latvia
Generic
magnesium+vit B-1+B-2+B-3+B-5+B+6+B-7+B-12
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page