bimbovit fluoro drops 30ml #1
bimbovit fluoro drops 30ml #1

bimbovit fluoro drops 30ml #1

Italy

ფარმაგუიდა
About Product
ბიმბოვიტ ფტორი წარმოადგენს ფტორის და ვიტამინების ინტეგრატორს, რომელიც
აუცილებელია ბავშვის და მოზრდილის ორგანიზმში ფტორის რეგულაციისთვის.

შემადგენლობა: ბიმბოვიტ ფტორის საწყისი დოზა (6 წვეთი) შეიცავს: ფტორი-0,25მგ,
ვიტამინი PP-9მგ, ვიტამინი B1-0,6მგ, ვიტამინ B2-0,8მგ, B12-0,7მკგ, ფოლიუმის მჟავა-100მკგ, ვიტამინი D3-10მკგ (400 ME).

ჩვენება: კბილის კარიესის პროფილაქტიკა, ასევე ჰიპო- და ავიტამინოზების,
მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ნატრიუმის ფტორიდი ამცირებს ნადების წარმოქმნასა და კბილის ჰიპერმგრნობელობას. მისი წყალობით კბილის ემალი რეზისტენტული ხდება მჟავების მიმართ. ასტიმულირებს კბილის ქსოვილის რემინერალიზაციას და ამცირებს მიკრობული მჟავის წარმოქმნას.
ფტორის დამცავი ეფექტი უფრო მაღალია ახალამოსულ კბილში.
მოზრდილებში ფტორის იონები ხელს უწყობს კარიესული დაზიანების
რემინერალიზაციას. ფტორი საჭიროა ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი
დედებისათვის, ასევე მათი ბავშვებისათვის.
მოზრდილებში ფტორის იონები ხელს უწყობს კარიესული დაზიანების
რემინერალიზაციას. ფტორი საჭიროა ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი
დედებისათვის, ასევე მათი ბავშვებისათვის.

F-ფტორი (ლათ. fluorum-0,25მგ) ძვლებისა და კბილების განვითარებისთვის აუცილებელი მიკროელემენტია. ფტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვალწარმოქმნაში და
ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოწესრიგებაში. ბავშვთა ასაკში, მუდმივი კბილების
ჩამოყალიბებისა და ზრდის პროცესში, ხდება ფტორის ჩალაგება კბილის მინანქარში.
ფტორის დეფიციტის ძირითადი გამოვლინებებია კბილების კარიესი და ოსტეოპოროზი.

B9-ფოლიუმის მჟავა (100მკგ) აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული
სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე
მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება.

D3-ქოლეკალციფეროლი (7.5მკგ) მონაწილეობს ფოსფორ-კალციუმის ცვლაში. ხელს
უწყობს კალციუმის და ფოსფატის შეწოვასა და რეაბსორბციას. D3 ვიტამინი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას და მონაწილეობს ძვლოვანი ჩონჩხის და კბილების
ფორმირებაში.

B1-თიამინი (0,6მგ) წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ენერგიის პროდუქციის
პროცესში მნიშვნელოვან ელემენტს. ხელს უწყობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნას, მონაწილეობს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მინშვნელობის
მოლეკულების დაშლის პროცესში.

B2-რიბოფლავინი (0.8მგ.) ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. რიბოფლავინი აუცილებელია
ერითროციტების წარმოქმნისთვის. მისი დახმარებით იოლდება კანის, ფრჩხილების და თმების უჯრედებით ჟანგბადის ათვისება. აუმჯობესებს მხედველობას, აქვეითებს თვალის დაღლას და მნიშვნელოვნად უშლის ხელს კატარაქტის წარმოქმნას.

B12-ციანკობალამინი (0.7მკგ). ეს ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმის ზრდისა და
განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)
ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია. იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში, არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას. მისი ნაკლებობის დროს ვითარდება სისხლნაკლებობა.

PP-ნიკოტინისმჟავა (9მგ.) საკვებში ამ სახის ვიტამინის სიმცირე ხდება კანის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის დაავადების მიზეზი. PP ვიტამინი მონაწილეობს
ერითროციტების ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

დოზირება და მიღების წესი:
ასაკი (წელი) დოზირება
დაბადებიდან-6 თვემდე ბავშვებში არ ინიშნება
6 თვიდან 3 წლამდე ბავშვებში 4-6 წვეთი ბიმბოვიტი ფტორი
3-დან 6 წლამდე 8-12 წვეთი ბიმბოვიტი ფტორი
6-დან 16 წლამდე 14-24 წვეთი ბიმბოვიტი ფტორი

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის მიმართ.
ბიმბოვიტი ფტორის მიღება უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში თუ სასმელ წყალში ფტორის შემცველობა აღემატება 0,7პპმ-ს.

გაცემის წესი: გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ფარმაგუიდა
Country
Italy
Generic
vit b-1+vit b-2+vit b-12+vit D-3+acidi nicotinici+acidi folici+fluorid
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page