Colafib caps #120

Colafib caps #120

United States of America

ამვილაბი
About Product
შემადგენლობა: 4 კაფსულა შეიცავს კოლაგენის კომპლექსი-3000მგ (ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი 1 და 3, ჟელატინი ტიპი B, მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან). დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ალოე ვერა (200:1 ექსტრაქტი).

კოლაფიბი-მაღალი ბიოშეღწევადობის ჰიდროლიზირებული კოლაგენური პეპტიდების კომპლექსი სილამაზის, ახალგაზრდობის და ჯანმრთელობისთვის; კოლაფიბი-შექმნილია მაღალი ტექნოლოგიით მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისაგან; კოლაფიბი-თანამედროვე, ეფექტური, ხანგრძლივი მოქმედების ბუნებრივი საშუალებაა მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის.
ამვილაბის კოლაფიბი შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის ჰიდროლიზირებულ კოლაგენურ პეპტიდებს (ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი 1 და 3, ჟელატინი ტიპი B), რომელიც იშლება წვრილ პეპტიდებათ (გლიცინი, პროლინი, ჰიდროქსიპროლინი) და აქვთ მცირე მოლეკულური მასა. მცირე მოლეკულური მასის ჰიდროლიზირებული კოლაგენის შეწოვა გაცილებით მაღალია, მისი 90% შეიწოვება სისხლში მიღებიდან 1 საათის განმავლობაში და ტრანსპორტირდება სამიზნე ორგანოებში (კანი, ძვლები, სახსრები, ხრტილები და ა.შ). კოლაგენის პეპტიდები მოქმედებენ როგორც საშენი მასალა ლოკალური უჯრედებისათვის და მონაწილეობენ ახალი კოლაგენური ბოჭკოების სინთეზში. ჰიდროლიზირებული კოლაგენს ადვილად ითვისებს ორგანიზმი და სწრაფად ავლენს მოქმედებას (აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურას, ამცირებს ტკივილს, დაჭიმულობას და აუმჯობესებს სახსრის მობილობას და აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს); შექმნილია მაღალი ტექნოლოგიით მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან (მიღებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხრტილისაგან), GMO-ს გარეშე.
ეფექტური და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

ჩვენება: თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება; კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია; სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა; იოგებისა და მყესების პოსტტრავმული პერიოდი; სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი; მოტეხილობები, ჭრილობები; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, სპორტსმენები.

მიღების წესი და დოზირება: 4 კაფსულა დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია საკვებთან ერთად. შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება.

უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოყენებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკრუნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ამვილაბი
Country
United States of America
Generic
collagen
Form
კაფსულა
Quantity
120
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page