Decaferol oral drops 15000 ME 15.0
Decaferol oral drops 15000 ME 15.0

Decaferol oral drops 15000 ME 15.0

Turkey

ტოკურა ილაჩ სანეი
About Product
დეკაფეროლი
Decaferol
ქოლეკალციფეროლი (ვიტ. D3)

შემადგენლობა: 1მლ ქოლეკალციფეროლი-15000ს.ე.; ყოველი 1 წვეთი შეიცავს: 500ს.ე.ვიტამინ D3-ს; დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ბენზილის სპირტი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის უწყლო ფოსფატი, პოლიოქსილ 35, აბუსალათინის ზეთი ,,მარწყვის” არომატით, გაწმენდილი წყალი.

ჩვენება: დეკაფეროლი არის საკვები დანამატი, რომელიც რეკომენდებულია, როგორც დამატებითი წყარო D3 ვიტამინის დეფიციტის დროს.

დოზირება: პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება:
3-4 კვირის ახალშობილებში, 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში ინიშნება: 500-1000სე (1-2 წვეთი) დღეში.
დღენაკლულებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არახელსაყრელ პირობებში 1000-1500სე (3 წვეთი) დღეში.
ზაფხულში დოზა შეიძლება შემცირდეს 500სე-მდე (1 წვეთი) დღეში.
ორსულებს ენიშნებათ 500სე (1 წვეთი) დღეში მთელი ორსულობის განმავლობაში ან 1000 სე (2 წვეთი) დღეში, დაწყებული 28 კვირიდან.
პოსტმენოპაუზის პერიოდში პრეპარატი ინიშნება 500-1000ს.ე.(2 წვეთი) დღეში.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის წესი: ინახება ტენიანობისა და სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების დღიდან.

შენიშვნა: დეკაფეროლი არ არის წამალი, ის წარმოადგენს საკვებ დანამატს.

გამოშვების ფორმა: წყალხსნარი შიგნით მისაღები ანუ პერორალური გამოყენებისთვის, 15მლ შუშის ფლაკონში საწვეთურით.

მწარმოებელი: ტოკურა ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ სირკე (Tocura Ilac Sanayi ve Ticaret Anonim Sirke), თურქეთი.

ვებ-გვერდი: www.tocura.com.tr

სავაჭრო მარკისა და მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი-კომპანია: სენსოვიტა ფარმასი ლლსი (Sensovita Pharmacy LLC), საქართველო.
Show More
More Info
Brand
ტოკურა ილაჩ სანეი
Country
Turkey
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
15000სე/1მლ
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
15მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page