Gelyvit D3 kids 28ml oral gel #1
Gelyvit D3 kids 28ml oral gel #1

Gelyvit D3 kids 28ml oral gel #1

Spain

არაგონესა დე ექსპორთეიშენი
About Product
დასახელება - გელივიტ D3 ქიდსი
ორალური გელი ახლშობილებისა და ბავშვებისთვის
გელივიტ D3 ქიდსი არის საკვები დანამატი ორალური გელის ფორმით.

შემადგენლობა: წყალი, ვიტამინი D3, მარწყვის არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ვაშლის მჟავა, ბუნებრივი შემასქელებელი. გამოსაყენებლად ვარგისია ვეგეტარიანებისთვის.
არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, გლუტენს ან რაიმე დანამტს, რომელთაც შეუძლიათ კოლიკის გამოწვევა. არ შეიცავს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს.
შეიცავს ვიტამინ D3-ს ბუნებრივი ფორმით, რომელიც იდენტურია ადამიანის ორგანიზმის მიერ ნაწარმოები ვიტამინი D3-ისა. გელივიტ D3 ქიდსი შიწოვება ლორწოვანის მიერ ძალიან სწრაფად.

ჩვენებები:
•ვიტამინი D3-ს დეფიციტის პროფილაქტიკა.
•კალციუმის ნორმალური შეწოვის ხელშეწყოვისთვის.
•ძვლებისა და კბილების ნორმალური განვითარების ხელშეწყობისთვის.
•იმუნური სისტემის ნორმალურად ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.
•D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების პრევენციისთვის.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების აუტანლობა.
სიფრთხილის ზომები: პერედოზირება შეიძლება გამოვლინდეს ფაღარათის ელემენტით.
გამოყენების წესი: ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ. პირველი გამოყენბისას 3-ჯერ დააჭირეთ ტუმბოს - პირველი წვეთის მისაღებად. ჩააწვეთეთ ბავშვს პირში, ან გაურიეთ დედის რძეში, საკვებში ან სასმელში.
ერთი დოზა (ერთი წვეთი) შეიცავს 10 მკგ ანუ 400 IU (200 % NRV*) ვიტამინ D3-ს. მიიღება დღეში ერთხელ.
ერთი ფლაკონი გელივიტ D3 ქიდსი შეიცავს 100 დოზას.
*NRV = საკვები ნივთიერებების ეტალონური მნიშვნელობა.
გვერდითი მოვლენები: პროტოკოლით მოწოდებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25 რС ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 6 თვის მანძილზე.
გამოშვების ფორმა: 28 მლ ორალური გელი ფლაკონში, ჰერმეტულად დახურული საწვეთურიანი დოზატორის მქონე ტუმბო-თავსახურით. ფლაკონზე მიმაგრებულია ეტიკეტი.
თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვადა: 2 წელი
Show More
More Info
Brand
არაგონესა დე ექსპორთეიშენი
Country
Spain
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Form
გელი ორალური
Quantity
1
Volume
28მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page