მოქმედი ნივთიერებები: კალციუმი+მაგნიუმი+თუთია+ვიტ დ-3
ჩვენებები: კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; სისტემური დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა; ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა; ორსულობა და ლაქტაცია; მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი; კარიესის პროფილაქტიკა; ხანდაზმული ასაკი; კოფეინის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.
დოზირება: 4-14 წლის ბავშვებისთვის 5მლ სიროფი 1-ჯერ დღეში. 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 5მლ 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. დოზა და ასაკობრივი ზღვარი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ექიმის რჩევით.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის, ავადმყოფობის ან მედიკამენტების გამოყენებისას მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.