Solgar vit E 400 IU #50

Solgar vit E 400 IU #50

United States of America

სოლგარი
About Product
სოლგარი
E ვიტამინი
E ვიტამინი უნივერსალური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი
E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას. E ვიტამინი ამცირებს კაპილარების განვლადობას და მათი კედლების სიმყიფეს. ასტიმულირებს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10-ის სინთეზს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. E ვიტამინი ნაწილობრივ აკოპენსირებს ესტროგენულ დეფიციტს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს. აფერხებს თრომბების და ქოლესტერინული ფოლაქების წარმოქმნას და უზრუნველყოფს მათ გაწოვას.

რატომ სოლგარის E ვიტამინი ?
სოლგარის მიერ სპეციალურად შექმნილი სრულყოფილი E ვიტამინის ფორმულა ( d-ალფა ტოკოფეროლი, d-ბეტა, d-დელტა და d-გამა ტოკოფეროლები) ბუნებრივი უნივერსალური ანტიოქსიდანტია
სოლგარის E ვიტამინის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ
მხოლოდ 1 კაფსულა დღეში
E ვიტამინის გამოყენება გინეკოლოგიაში:
მონაწილეობს ქალის სასქესო უჯრედების სინთეზში
უზრუნველყოფს ორსულობის ჩასახვასა და მის ნორმალურ მიმდინარეობას
განაპირობებს საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას
ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას
გამოიყენება ჰისტერექტომიისა და ოვარექტომიის შემდგომ მკურნალობაში, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიისას, კლიმაქსის სიმპტომურ მკურნალობაში, ენდომეტრიოზის, დისმენორეის დროს და სარძევე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობის აღსადგენად (ფიბროზულ–კისტოზური მასტოპათია)
E ვიტამინის გამოყენება ანდროლოგიაში:
იცავს ტესტოსტერონის მოლეკულებს დაზიანებისაგან, აუმჯობესებს მამაკაცის ჰორმონალურ ფონს
ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებას
დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა და სპერმატოგენეზზე.
E ვიტამინის გამოყენება დერმატოლოგიაში:
წითელი მგლურა
ბეჭდისებრი გრანულომა
სკლეროდერმია და სკლეროდაქტილია
ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი
ატროფიული და სკლეროტული წითელი ბრტყელი ლიქენი
ელასტიური ფსევდოქსანტომა
დერმატოსკლეროზი
დერმატომიოზიტი
კანის წყლულოვანი დაავადებები
კანის ატროფიული პროცესები
E ვიტამინი კანის სილამაზის და ახალგაზრდობის შეუცვლელი კომპონენტი
ახდენს კანის უჯრედების კვებას და სწრაფ რეგენერაციას, რითაც განპირობებულია გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი
იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან
კვებავს და ატენიანებს მშრალი ტიპის კანს
შემადგენლობა: E ვიტამინი 400 სე 1333% ( დ-ალფა ტოკოფეროლი,
d-ბეტა, d-დელტა და d-გამა ტოკოფეროლები)
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, გემოს ხელოვნურ დამატკბობელს.
დოზირება: გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.
Show More
More Info
Brand
სოლგარი
Country
United States of America
Generic
tocopherol (alpha+beta+delta+gama)
Dose
400სე
Form
კაფსულა
Quantity
50
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page