ZincoviD NEURO tav effer #20
ZincoviD NEURO tav effer #20

ZincoviD NEURO tav effer #20

Germany

იდი ფარმა ველტი
About Product
ცინკოვიდი ნეირო
ZincoviD NEURO
საკვები დანამატი

შემადგენლობა: ცინკოვიდი ნეიროს ერთი შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: B1 ვიტამინი (თიამინი)-11.8მგ, B2 ვიტამინი (რიბოფლავინი)-15მგ, B3 ვიტამინი (ნიაცინი)-50მგ, B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა)-23მგ, B6 ვიტამინი (პირიდოქსინი)-8.22მგ, B7 ვიტამინი (ბიოტინი)-150მკგ, B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა)-400მკგ, B12 ვიტამინი (ციანკობალამინი)-10მკგ, ვიტამინი C-200მგ, ვიტამინი D3-1000სე, მაგნიუმი-100მგ, თუთია-10მგ და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სუკრალოზა, ჭარხლის კონცენტრატი. არ შეიცავს შაქარს და გლუტენს.

ჩვენება: ზოგადი ხასიათის ჩივილები: სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, უგუნებობა; ტკივილით მიმდინარე მდგომარეობები: დიაბეტური ნეიროპათია, დამოუკიდებელი ხასიათის ნევრიტები, ნევრალგიური ტკივილი, ლუმბაგო, იშიაზი; პერიფერიული ნეიროპათიით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობები: მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელის მტევნებსა და ტერფებზე, სენსორული ჰიპერმგრძნობელობა, კუნთების ტრემორი; ინფექციური პროცესები, რეკონვალესცენციის პერიოდი-ინფექციური პროცესებით განპირობებული ნეირო-ფსიქოლოგიური დარღვევები: მეხსიერებისა და ყურადღების დეფიციტი, ნევრასთენია, შფოთვა და დაძაბულობა, უენერგიობა, დაღლილობა და სისუსტე.

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები: ცინკოვიდი ნეირო არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის სასურველია, მიემართოს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 1 ტაბლეტი დღეში, ერთჯერადად, იხსნება 200მლ გრილ წყალში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში, 0-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: შუშხუნა ტაბლეტი, ?20.

მწარმოებელი: იდეე ფარმა ველტ გმბჰ (Idee PharmaWelt GmbH), გერმანია.
Show More
More Info
Brand
იდი ფარმა ველტი
Country
Germany
Generic
cholecalcipherol /vit D-3/+vitamins+minerals
Form
ტაბლეტი შუშხუნა
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page