/images/logo_ka.svg
როგორ გამოიყენება ნელადექსი NS ბავშვებში - რეკომენდაციები და რჩევები
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
სასუნთქი სისტემა
მოუნჯარო
ყურის ტკივილი
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
გულძმარვა
ვიტამინები და საკვები დანამატები
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ვენების პრობლემები
ლაქტოზის აუტანლობა
მაგნიუმის დეფიციტი
ჭარბოფლიანობა
გამახურებელი საშუალებები
ყელის ტკივილი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

როგორ გამოიყენება ნელადექსი NS ბავშვებში - რეკომენდაციები და რჩევები

ბავშვების ჯანმრთელობა
calendar
15.09.2025
undefined

ბავშვები სეზონური გრიპებისა და ვირუსებისადმი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია - იქნება ეს ბაღის ასაკის პატარა, თუ სკოლის მოსწავლე. გარდა იმისა, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიას ხშირად ნაკლებად მყარი იმუნიტეტი აქვს, ვირუსებისა და გრიპების გავრცელება ხშირია მათი სოციალური აქტივობებიდან გამომდინარეც. სკოლასა თუ ბაღებში პატარებს ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი აქვთ, თანაც, ნაკლებად იცავენ ჰიგიენურ წესებს (ანტიბაქტერიული სპრეი, ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანციის დაცვა, როცა სხვას სიმპტომები უვლინდება).

სწორედ ამიტომ ბავშვებში რესპირატორული ინფექციები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მშობლები აწყდებიან. სეზონური გაციება, გრიპი ან ალერგიული რეაქციები კი ხშირად იწვევს ცხვირის გაჭედვას, სუნთქვის გაძნელებას და გაღიზიანებას, რაც განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა პატარა ვერ ახერხებს სიმპტომების სწორად გადმოცემას. ასეთ დროს მშობლები ცდილობენ იპოვონ სანდო და ეფექტური საშუალება, რომელიც ერთდროულად უსაფრთხოც იქნება და შედეგსაც სწრაფად მისცემს.

ამ კონტექსტში, სპეციალისტების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ნელადექსი ნს-ს (Neladex Nasal Spray-ის) – კომბინირებულ ცხვირის სპრეის, რომელიც ბავშვებისთვისაც გამოიყენება. თუმცა მნიშვნელოვანია დეტალურად ვიცოდეთ, როგორ უნდა მივცეთ პრეპარატი, რა დოზებით და რა საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რათა მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო.


როგორია პრეპარატის გამოყენების წესები ბავშვებთან?

ნელადექსი NS სპეციალურად შექმნილია ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. ბავშვებში მისი გამოყენება დასაშვებია 2,5 წლიდან და უმჯობესი იქნება, თუკი კონსულტაციას, განსაკუთრებით პატარების შემთხვევაში, პედიატრთან გავივლით.

ზოგადი არსებული რეკომენდაციით, დოზირება შემდეგნაირია: 2,5–15 წლამდე ასაკის ბავშვებში თითოეულ ნესტოში დასაშვებია 1 შესხურება, დღეში 3-ჯერ. ხოლო მკურნალობის კურსი, როგორც წესი, გრძელდება 5-დან 10 დღემდე, რაც საკმარისია ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად და სიმპტომების შესამცირებლად. 

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ როცა საქმე პატარებს ეხება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში ექიმის ჩართულობას. სწორედ მასთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, რა სიხშირით და რამდნი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს პრეპარატის გამოყენება, მშობლებისთვის მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს უფრო დიდხანს, ვიდრე ექიმი განსაზღვრავს - ზედმეტად ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს.

პრეპარატი გამოიყენება მარტივად: ბავშვს თავი ოდნავ უკან უნდა გადახრილი ჰქონდეს, ფლაკონის შესასხურებელი თავი, ე.წ. დოზატორი თითოეულ ნესტოში მსუბუქად შეჰყავთ და შესხურება ხდება სწრაფი დაჭერით. პროცედურის შემდეგ სასურველია ბავშვს რამდენიმე წამი მშვიდად სუნთქვა სთხოვოთ, რათა ხსნარი ლორწოვან გარსზე სწორად გადანაწილდეს.


რომელ გვერდით ეფექტებს უნდა ველოდეთ?

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ნელადექსი NS-საც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი იშვიათად აღინიშნება.

სპეციალისტების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია:

  • კანის მსუბუქი გამონაყარი ან გაღიზიანება,

  • თავის ტკივილი,

  • ბრონქოსპაზმი (ძალიან იშვიათად).

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ნელადექსი ნს-ის გამოყენებას მოჰყვეს ალერგიული რეაქციებიც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ყურადღება მიაქციოს ბავშვის მდგომარეობას - თუ გამოვლინდა ქავილი, სიწითლე, სუნთქვის გაძნელება ან სხვა უცნაური სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს და შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება.

გარდა ამისა, ნელადექსი ნს სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ გულის პრობლემები, ჰიპერტენზია ან ჰორმონული დარღვევები, ამიტომ აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია პედიატრთან ან ოტორინოლარინგოლოგთან.


სად შეიძლება ნელადექსი NS-ის შეძენა საქართველოში?

ნელადექსი NS ჩვენს ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი და მისი შეძენა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად აფთიაქში მისვლით, ისე ონლაინ საიტზე შეძენით, მაგალითად, GPC აფთიაქში.

მისი დიდი უპირატესობაა ის, რომ პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე, რაც ამარტივებს მის გამოყენებას ყოველდღიურ პრაქტიკაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ექიმები მაინც ურჩევენ მშობლებს, ბავშვებში პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარონ, რათა დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა სწორად განისაზღვროს.

პრეპარატი წარმოდგენილია მოსახერხებელ 15 მლ-იან ფლაკონში, რომელიც სპეციალური დოზატორით არის აღჭურვილი. ეს მშობლებს აძლევს საშუალებას, მარტივად და ზუსტად გამოიყენონ სპრეი, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას – ეს დისკომფორტსა და გაღიზიანებას იწვევს.


რას მიაქციოს მშობელმა ყურადღება ნელადექსის გამოყენებისას

პირველ რიგში, მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ნელადექსი NS არ გამოიყენება 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში და მიუხედავად იმისა, რომ გაცემა ურეცეპტოდ ხდება, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მკაცრად მიჰყვეთ ექიმის ინსტრუქციებს და არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას. გახსოვდეთ, რომ ეს სპრეი მხოლოდ სუნთქვის შესამსუბუქებლად არ გამოიყენება, ამიტომაც ცხვირის გაჭედვის შემთხვევაში მისი დღეში რამდენჯერმე შესხურება არ შეიძლება.

გაითვალისწინეთ ბავშვის ალერგიული წინასწარგანწყობაც  - თუ ბავშვს აქამდე ჰქონია პრეპარატში შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე (ფენილეფრინი, ნეომიცინის, პოლიმიქსინის ან დექსამეტაზონის) ალერგია, ამაზე აცნობეთ მკურნალ ექიმს და მასთან ერთად მიიღეთ გადაწყვეტილება, რით ჩაანაცვლოთ ეს მრავალმხრივი მოქმედების სპრეი.

მკურნალობის პერიოდში დააკვირდით ბავშვის ზოგად მდგომარეობას – გაუმჯობესება, როგორც წესი, რამდენიმე დღეში უნდა იგრძნოს. თუკი მდგომარეობა არ უმჯობესდება, აცნობეთ პედიატრს. თუ 5–7 დღის განმავლობაში სიმპტომები არ იკლებს ან პირიქით, მძიმდება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სპეციალისტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ პრეპარატის პარალელურად არ არის რეკომენდებული სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების გამოყენება ბავშვისთვის, რადგან ეს შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მივიდეს.


რატომ უნდა ავირჩიოთ ნელადექსი?

ბავშვის ჯანმრთელობა მშობლისთვის უპირველესი პრიორიტეტია. ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება და ინფექციურ-ანთებითი პროცესები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევაა, რომელსაც დროულად და სწორად უნდა მივუდგეთ. სწორედ ამიტომ თანამედროვე მედიცინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ნელადექსი ნს - მას ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და სიმპტომების შემამსუბუქებელი მოქმედება ერთდროულად ახასიათებს, რაც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პრეპარატად აქცევს.

მისი გამოყენება ბავშვებში ეფექტური და უსაფრთხოა, როცა მკაცრად არის დაცული დოზირების წესები და ექიმის რეკომენდაციები. მარტივი გამოყენების ფორმა, სწრაფი შედეგი და სანდოობა აქცევს ნელადექსი NS-ს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ცხვირის სპრეიდ ქართულ აფთიაქებში.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat