ნელადექსი ჯპს — ცხვირის სპრეი, რომელიც გამოიყენება რინიტის, რინოფარინგიტისა და სინუსიტის დროს მოზრდილებში და 2,5 წლიდან ბავშვებში
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები;
ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინი B სულფატი 10000 სე, ნატრიუმის დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.
დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში;
ნელადექსი ჯპს სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიით, გულის იშემიური დაავადებებით და ჰიპერთირეოიდიზმით დაავადებულ პაციენტებში. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა კომპონენტებმა შესაძლებელია გამოიწვიონ დადებითი შედეგი სპორტსმენებში დოპინგ-კონტროლის ჩატარებისას. მაღალ დოზებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სისტემური ეფექტები. ნელადექსი ცხვირის დანამატი წიაღების გამოსარეცხად არ გამოიყენება. საჭიროა მოერიდოთ პრეპარატის თვალში მოხვედრას. თვალში ან სხვა ლორწოვან გარსებზე შემთხვევით მოხვედრისას, საჭიროა მათი დაუყოვნებელი დამუშავება წყლის დიდი რაოდენობით.
2,5 წლამდე ბავშვთა ასაკში ნელადექსი NS პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები არ არის დადგენილი.