/images/logo_ka.svg
რისთვის გამოიყენება მელატონინი და როგორ მოქმედებს ის?
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
სასუნთქი სისტემა
მოუნჯარო
ყურის ტკივილი
ვენური უკმარისობა და ვარიკოზი
ვიტაგამა
გულძმარვა
ვიტამინები და საკვები დანამატები
შებერილობა
ულტრაბიოტიკი
ვენების პრობლემები
ალერგია
ლაქტოზის აუტანლობა
მაგნიუმის დეფიციტი
ჭარბოფლიანობა
გამახურებელი საშუალებები
ყელის ტკივილი
ბავშვების ჯანმრთელობა
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

რისთვის გამოიყენება მელატონინი და როგორ მოქმედებს ის?

ვიტამინები და საკვები დანამატები
calendar
18.09.2025
undefined

წარმოიდგინეთ - ძალიან დაღლილი ხართ, მთელი დღე კომპიუტერის წინ გაატარეთ და ერთი სული გქონდათ, როდის დაწვებოდით დასაძინებლად. მაგრამ ვერ ისვენებთ, წრიალებთ და ვერაფრით იძინებთ. წესით დაღლილი ხართ, მაგრამ თვალები არ გეხუჭებათ. დროის გასაყვანად ხელში ტელეფონს იღებთ, მისი ეკრანი კი სინმადვილეში ხელს უწყობს სიფხიზლეს, დრო ნელა გადის და ბოლოს ძილი მხოლოდ გამთენიისას მოდის. დილით კი ენერგიის ნაცვლად გადაღლილობასა და გამოფიტულობას გრძნობთ.

ეს სცენა ბევრისთვის ნაცნობია. თანამედროვე ცხოვრების ტემპმა სერიოზული გამოწვევა შეუქმნა ადამიანის ბუნებრივ ძილის ციკლს. დღისით სტრესი, ეკრანებთან უსასრულო დრო, დამღლელი გრაფიკი - ყველაფერი ეს რთულს ხდის ძილის სწორი რეჟიმის დაცვას.

სწორედ ასეთ დროს ჩნდება კითხვა: რა დაეხმარება ორგანიზმს ბუნებრივად დაისვენოს? აქ შემოდის მელატონინი - ჰორმონი, რომელიც ჩვენი ბიოლოგიური საათის მთავარი მექანიზმია და გვანიშნებს, როდის უნდა დავიძინოთ და როდის გავიღვიძოთ.


როგორ მივიღოთ მელატონინი სწორად? - საჭირო რჩევები

მელატონინი არ არის დამამშვიდებელი აბი, როგორც ამას ხშირად მოისმენთ - ის ჰორმონია და მისი როლია, ორგანიზმს მიახვედროს: „ძილის დრო მოვიდა.“ სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის სწორად მივიღოთ.

პირველ რიგში, ეს ნიშნავს სპეციალისტთან კონსულტაციას და არა - თვითნებურად მკურნალობას. უძილობას, უენერგიობასა და მუდმივად დაღლილობის შეგრძნებას უამრავი ჰორმონალური თუ ფიზიკუირ ცვლილება შეიძლება, იწვევდეს და რაიმე მედიკამენტის კონსულტაციის გარეშე მიღება პრობლემებს კი არ გადაჭრის, შესაძლოა, მეტი გაგვიჩინოს. 

იმ შემთხვევაში კი, თუ სპეციალისტმა სწორედ მელატონინი ჩათვალა თქვენთვის საჭირო დანამატად, თავად განგისაზღვრავთ დოზასა და მიღების ხანგრძლივობასაც. როგორც წესი, მიღების შესახებ სპეციალისტები გვირჩევენ:

ტაბლეტი უნდა დავლიოთ ძილის წინ, დაახლოებით 30–60 წუთით ადრე და მივიღოთ შესაბამისი რაოდენობის წყალთან ერთად;

  • საუკეთესო ეფექტისთვის, სასურველია, დავიცვათ რეგულარული ძილის გრაფიკი 0 მაგალითად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დავწვეთ და ვეცადოთ, ეს რაც შეიძლება მეტად იყოს მიახლოებული ადამიანის ბუნებრივ ციკლთან (მაგალითად, ღამის 10-11 საათი ჩაძინებისთვის ოპტიმალურ დროდ ითვლება);

  • მელატონინი უკეთ მუშაობს მაშინ, როცა საღამოს ვამცირებთ განათებას და თავიდან ვიცილებთ ეკრანებს, რომლებიც ე.წ. ლურჯი სინათლით ამ ჰორმონის გამომუშავებას აფერხებს;

  • კარგი იქნება, თუ მოაწესრიგებთ კვების რეჟიმსაც და უარს იტყვით ექსტრაგადამუშავებულ პროდუქტზე, მეტად მიიღებთ ჯანსაღ ნუტრიენტებს და რუტინაში ვარჯიშსაც ჩართავთ.

ქართულ ბაზარზე, მაგალითად, სააფთიაქო ქსელ ჯპს-ში წარმოდგენილი მელატონინი 3 მგ-იანი ტაბლეტი სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი – მარტივად მიიღება, ეფექტურად მოქმედებს და ბევრისთვის ხდება მშვიდი ძილის საიდუმლო.


მელატონინი ყოველდღიურ ცხოვრებაში – მაინც რატომ ვიღებთ მას?

თუ გადავხედავთ ისტორიებს, დავინახავთ, რომ მელატონინის საჭიროება სხვადასხვაგვარ სიტუაციაში ჩნდება. მაგალითად:

  • სტუდენტი, რომელიც გამოცდებისთვის ემზადება - დაძინება უჭირს, რადგან მთელ ღამეს წიგნებთან ატარებს. მელატონინი ეხმარება, რომ ძილის რიტმს დაუბრუნდეს და დილით დასვენებული გონებით გაიღვიძოს.

  • ბიზნესმენი, რომელიც ხშირად დაფრინავს - დროის სარტყლის ცვლილება ჯეტ-ლაგს იწვევს. მელატონინი აჩქარებს ორგანიზმის ადაპტაციას.

  • ხანდაზმული ადამიანი – ასაკის მატებასთან ერთად მელატონინის გამომუშავება ბუნებრივად იკლებს. დამატებითი ტაბლეტი ეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. სინამდვილეში მელატონინი ყველასთვის აქტუალური ხდება, ვინც თანამედროვე ცხოვრების სტრესს აწყდება. ბოლო კვლევების თანახმად, მოზრდილი მოსახლეობის დიდ ნაწილს ღამეში შვიდ საათზე ნაკლებს სძინავს - ეს საათები კი რეკომენდირებულზე გაცილებით ნაკლებია. ამ ყველაფრის შედეგი კი მხოლოდ დაღლილობით არ შემოიფარგლება.

ქრონიკული ძილის დეფიციტი დაკავშირებულია გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალ რისკთან. ამან ძილის საშუალებების ბაზრის ზრდა გამოიწვია, სადაც მელატონინის დანამატები ლიდერის პოზიციას იკავებს.


რატომ სწორედ 3 მგ? - „ოქროს შუალედი“ დოზებში

ბაზარზე მელატონინის სხვადასხვა დოზა არსებობს – 1 მგ, 3 მგ, 5 მგ და მეტი, ან თუნდაც ნაკლებიც. ხშირად ჩნდება კითხვა: რომელი არის საუკეთესო? 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს უნივერსალური დოზა - საუკეთესო არის ის, რომელიც თქვენს ჩვენებებსა და ჩივილებს დაეხმარება. სწორედ ამიტომ არის ექიმთან კონსულტაცია მნიშვნელოვანი - შესაბამისი ანალიზებისა და კვლევების შემდეგ მან უნდა დაგინიშნოთ ის დოზა, რაც გაჭირდებათ. 

ზოგადი გაიდლაინით კი სხვადასხვა დოზის მელატონინის დანიშვნა ასე ხდება:

  • 1 მგ - შედარებით რბილი არჩევანი მათთვის, ვისთვისაც ძილის პრობლემები ეპიზოდურია. მაგალითად, რამდენიმე ღამით ვერ დაიძინეს, მაგრამ პრობლემა ქრონიკული არ არის.

  • 3 მგ - ყველაზე პოპულარული და ფართოდ გამოყენებული დოზა. სწორედ ამიტომ ითვლება „ოქროს შუალედად“: ეფექტური, მაგრამ უსაფრთხო. კვლევების თანახმად, 3 მგ საკმარისია იმისათვის, რომ ძილის ხარისხი გაუმჯობესდეს, ზედმეტი დატვირთვის გარეშე.

  • 5 მგ და მეტი - გამოიყენება უფრო რთულ შემთხვევებში, თუმცა ასეთი დოზა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიიღოთ.


რისთვის უნდა ვიყოთ მზად? – გვერდითი ეფექტები, რომელზეც წინასწარ უნდა ვიცოდეთ

მელატონინი უსაფრთხო დანამატად ითვლება, მაგრამ არცერთი საშუალება არ არის სრულად დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან და ყოველ მათგანს გააჩნია უკუჩვენებები. 


იშვიათად, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა:

  • მსუბუქი ფაღარათი,

  • თავის ტკივილი,

  • დილით მძიმედ გაღვიძების შეგრძნება.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და მედიკამენტი უკუნაჩვენებია:

  • 18 წლამდე მოზარდებში - მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება;

  • არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს;

  • შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების არსებობის, ან მათზე ეჭვის შემთხვევაში;

  • აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებმაც არ უნდა მიიღონ მელატონინი.

და რაც მთავარია: რადგან ის იწვევს ძილიანობას, მისი მიღების შემდეგ არ უნდა ვიმყოფებოდეთ საჭესთან ან არ უნდა ვაკეთებდეთ საქმეს, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.

სად ვიყიდოთ სანდო მელატონინი?

დღეს მელატონინის სხვადასხვა ფორმა და ბრენდი ბევრ აფთიაქშია, თუმცა ხარისხი ყოველთვის ერთნაირი არ არის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სანდო მომწოდებლისგან შეძენა.პოპულარულია ონლაინ შოპებიც, რომლებიც ხშირად, შესაძლოა, არალიცენზირებულადაც ყიდიდნენ პროდუქციას.  

სწორედ ამიტომ, უნდა გვახსოვდეს - ისეთი დანამატები, როგორიცაა, მაგალითად, მელატონინი, ყოველთვის ლიცენზირებულ აფთიაქში სჯობს, შეიძინოთ. მაგალითად, GPC-ის სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა დოზირებისა და მწარმოებლის მელატონინი დაგხვდებათ, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, უკეთესი არჩევანი გააკეთოთ.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat