
თანამედროვე სამყაროში ჯანსაღი ცხოვრების წესი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. შესაძლოა, დამღლელი და დატვირთული გრაფიკის გამო, დილიდან უენერგიოდ იღვიძებთ. შემდეგ კი, დღეც შესაბამისად წარიმართება ხოლმე.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა კი, სწორი კვებისა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნუტრიენტების მიღების გარეშე შეუძლებელია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებია.
უფრო კონკრეტულად, ომეგა-3 პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს წარმოადგენს, რომლებიც თქვენი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საინტერესო ფაქტია, რომ ადამიანის ორგანიზმი მათ დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ მათ სხვანაირად „ესენციურ“ ანუ შეუცვლელ ნივთიერებებს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ომეგა-3-ის მარაგი საკვების (ცხიმიანი თევზი, ნიგოზი, ჩიას თესლი) ან მაღალი ხარისხის საკვები დანამატების საშუალებით მუდმივად უნდა შეივსოს.
როდესაც საქმე ხარისხს ეხება, ბრენდის რეპუტაცია ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. სოლგარი უკვე 75 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს. მას აქვს „ოქროს სტანდარტი“, რაც წარმოების ყველა ეტაპის მკაცრ კონტროლს გულისხმობს.
ამ ბლოგის საშუალებით გაიგებთ, რატომ არ არის სოლგარის ომეგა 3 მხოლოდ მორიგი დანამატი. ასევე, ვისთვის არის მისი მიღება რეკომენდებული, შენახვის რა წესები უნდა დაიცვათ და სად შეგიძლიათ მისი შეძენა.
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზარზე ომეგა 3 სხვადასხვა სახით მოიპოვება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყველა მათგანი უსაფრთხო არის და პროდუქტის შერჩევისას არაერთი კრიტერიუმის გათვალიწინებაა საჭირო.
ამავდროულად კი, Solgar-ის ომეგა 3 რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მახასიათებლით გამოირჩევა, რაზეც ახლა უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
მოლეკულური დისტილაცია
ოკეანის თევზი ხშირად ისეთ მძიმე მეტალებს შეიცავს, როგორიცაა ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ტყვია. სოლგარი მოლეკულური დისტილაციის უახლეს მეთოდს იყენებს. ეს არის მაღალტექნოლოგიური წმენდის პროცესი, რომელიც ყველა პოტენციურ ტოქსინსა და მინარევს დაბალ ტემპერატურაზე აცილებს. ეს კი ისე ხდება, რომ თავად ცხიმოვანი მჟავების სტრუქტურა არ ზიანდება. შედეგად, მაქსიმალურად კონცენტრირებული და სუფთა პროდუქტი მიიღება.
მდგრადი თევზჭერა და გარემოზე ზრუნვა
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბრენდი ეკოლოგიას დიდ ყურადღებას აქცევს. სოლგარი მხოლოდ მდგრადი თევზჭერის გზით მოპოვებულ ნედლეულს (Ocean Friendly) იყენებს. ამ დროს, თევზი ისე მოიპოვება, რომ ოკეანის ეკოსისტემასა და ბიომრავალფეროვნებას ზიანი არ ადგება.
ოქროსფერი შუშის ფლაკონი
შესაძლოა შეგინიშნავთ, რომ სოლგარის პროდუქცია ყოველთვის მუქ შუშის ბოთლებშია მოთავსებული. ეს არ არის მხოლოდ დიზაინის ნაწილი. მისი დანიშნულება უფრო მნიშვნელოვანია. შუშა კაფსულებს სინათლის, ტენიანობისა და ჟანგვისგან იცავს. ასევე, პლასტმასისგან განსხვავებით, შუშა შიგთავსთან რეაქციაში არ შედის. ეს კი, თავის მხრივ, იმის გარანტიაა, რომ თევზის ქონი არ დამჟავდება და სამკურნალო თვისებებს ვადის ბოლომდე შეინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ ბევრი მომხმარებელი უშვებს შეცდომას, როდესაც პროდუქტს მხოლოდ „თევზის ქონის“ საერთო რაოდენობით აფასებს. სინამდვილეში, მთავარია მასში შემავალი ორი მჟავა - EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა).
ისინი ორგანიზმში სხვადასხვა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ.
EPA - ძირითადად, ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელია.
DHA კი თავის ტვინისა და თვალის ბადურის სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს. ის თქვენი მეხსიერებისა და მხედველობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მჟავაა.
სოლგარის ომეგა 3 სწორედ ამიტომ არის გამორჩეული. ის ამ მჟავების ოპტიმალურ, მაღალ კონცენტრაციას შეიცავს. თუ ჩვეულებრივ დანამატებში EPA/DHA-ს წილი დაბალია, სოლგარის შემთხვევაში, თქვენ კონცენტრირებულ დოზას მიიღებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასურველი ეფექტის მისაღწევად ნაკლები კაფსულის მიღება დაგჭირდებათ. სხვა ყველა პლუსთან ერთად, ეს ფაქტორი სოლგარს ეკონომიურ და ეფექტურ არჩევნად აქცევს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.
გარდა ამ მჟავებისა, პროდუქტის შემადგენლობაში დამატებითი ინგრედიენტებიც შედის. ესენია: თევზის ქონი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, ტოკოფეროლების ნაკრები. ასევე, შეიცავს თევზის კომპონენტებს (ანჩოუსი, სარდინი, სკუმბრია).
ომეგა-3-ის ზემოქმედება ორგანიზმზე კომპლექსურია. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწორედ მისი სასარგებლო თვისებების გამოა პოპულარული. აქვე განვიხილავთ, კონკრეტულად, რა არის ამ პრეპარატის ჩვენებები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
სოლგარის ომეგა 3 ორგანიზმს ტრიგლიცერიდების (ცუდი ცხიმების) დონის დარეგულირებაში ეხმარება. ის სისხლძარღვების ელასტიურობას აუმჯობესებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის მართვას და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ამცირებს.
ტვინის ფუნქცია და მეხსიერება
ჩვენი ტვინის დიდი ნაწილი ცხიმებისგან შედგება, რომელთა შორის DHA წამყვანია. რეგულარული მიღება მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს აუმჯობესებს და ნეირონებს ასაკობრივი დეგენერაციისგან იცავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტელექტუალური დატვირთვის დროს.
თვალის ჯანმრთელობა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, DHA ბადურის ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული ელემენტია. მისი ნაკლებობა ხშირად მხედველობის დაქვეითების მიზეზი ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ომეგა-3-ის მიღება ხელს უწყობს „მშრალი თვალის" სინდრომის პრევენციას.
სახსრების მოქნილობა
თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, სოლგარის ომეგა-3 სახსრებში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ართრიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს.
კანი და თმა
ხშირად ამ პროდუქტს „სილამაზის ვიტამინსაც" უწოდებენ. ამას კი თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. კონკრეტულად, ომეგა-3 კანის შიგნიდან დატენიანებას უზრუნველყოფს, მას ელასტიურობას ანიჭებს და ისეთ პრობლემებთან ბრძოლაში ეხმარება, როგორიცაა აკნე ან ფსორიაზი. ასევე, აღსანიშნავია თმის ზოგადი მდგომარეობაც - ის უფრო ბზინვარე და ნაკლებად მტვრევადი ხდება.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს საკვები დანამატი უნივერსალურია, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომლებისთვისაც მისი მიღება აუცილებელია. ახლა სწორედ ამ ინფორმაციას გაგაცნობთ.
სპორტსმენები - ომეგა 3 ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, კუნთების აღდგენისა და ანთების შესამცირებლად გამოიყენება;
ქრონიკული დაღლილობის დროს - ენერგიის დონის ასამაღლებლად და ნერვული სისტემის მხარდასაჭერად;
ასაკოვანი ადამიანებისთვის - გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად და სახსრების ჯანმრთელობისთვის;
სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის - მათთვის, ვისაც ბევრი ინფორმაციის დამუშავება უწევთ და კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნონ.
შესაბამისად, ფაქტია, რომ ეს საკვები დანამატი შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლო იყოს.
ნებისმიერი მედიკამენტისა თუ პროდუქტის მიღებისას, მნიშვნელოვანია მიღების წესების დაცვა. მაქსიმალური შედეგი სწორედ ასე მიიღწევა. სხვანაირად, შეიძლება, რომ ეფექტით საკმარისად კმაყოფილები არ დარჩეთ.
რეკომენდებულია, რომ კაფსულა ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ, ჭამის შემდეგ მიიღოთ. ეს ცხიმების უკეთეს ათვისებას უზრუნველყოფს და „თევზის გემოს“ შეგრძნებას გამორიცხავს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სისტემურობაა - ომეგა-3-ს კუმულაციური (დაგროვებითი) ეფექტი აქვს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი რეგულარული, ხანგრძლივი მიღება. თქვენ მინიმუმ 2-3 თვიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ.
შენახვა - მიუხედავად იმისა, რომ მუქი შუშა პროდუქტს იცავს, ფლაკონი მაინც გრილ, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას უნდა შეინახოთ.
ზოგადად, ჯანმრთელობისთვის გაწეული ხარჯები, სამომავლოდ, ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება და სერიოზული ინვესტიციაა. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ როდესაც სოლგარის ომეგა 3-ს ირჩევთ, თქვენ უსაფრთხოებას, სისუფთავეს და რეალურ შედეგს იღებთ. სინთეზურ ან დაბალი ხარისხის ანალოგებთან შედარებით, პრემიუმ ბრენდი გარანტიას გაძლევთ, რომ თითოეული კაფსულა თქვენი ორგანიზმის სასიკეთოდ იმუშავებს.
მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ხვალისთვის არ გადადოთ. ხარისხიანი ომეგა-3-ის შეძენა დღეს უკვე ძალიან მარტივია. სოლგარის ომეგა 3 საქართველოში ხელმისაწვდომია და მისი შეძენა სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია შესაძლებელი. თქვენს გულზე, გონებასა და სილამაზეზე ზრუნვა დღესდღეობით უკვე მხოლოდ ერთი საკვები დანამატის მიღებით შეგიძლიათ.