ბლოგი
კატეგორიები
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ოპტიკა
arrow
ოპტიკური ლინზები
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow

კონტაქტური ლინზები

ოპტიკური ლინზები
28.10.2024
undefined

კონტაქტურ ლინზებს მსოფლიოში 150 მილიონზე მეტი ადამიანი ატარებს და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ფართოვდება მომხმარებლის ასაკობრივი ჭრილიც.


არსებობს ოპტიკური დანიშნულების კონტაქტური ლინზა, რომელიც რეფრაქციული დარღვევების (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) კორექციისთვის გამოიყენება. ასევე გვხვდება ფერადი, კოსმეტიკური კონტაქტური ლინზა, რომლის დანიშნულება არის თვალის ფერის შეცვლა. ასევე არსებობს ფერადი ოპტიკური ლინზა, რომელიც ზემოხსენებულ ორივე ფუნქციას ასრულებს.


აქვე უნდა აღინიშნოს,
კონტაქტური ლინზით კორექციის უპირატესობა. განსაკუთრებით ანიზომეტროპიის (განხვავებული რეფრაქცია სხვადასხვა თვალზე) და ასტიგმატიზმის კორექციისას. ასტიგმატური სათვალის პირველად გამოყენება დაკავშირებულია დისკომფორტთან და ადაპტაციის გარკვეულ პერიოდთან, რაც კონტაქტური კორექციის დროს მინიმუმადმე არის დაყვანილი.


კონტაქტური ლინზის გამოყენება არის უსაფრთხო, მთავარია, დაიცვათ მისი მოხმარებისა  და ჰიგიენის წესები. თანამედროვე ჰიდრო-სილიკონის ლინზები ხასიათდება კარგი ჟანგბადგამტარობით, რაც ხელს უშლის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის)  განვითარებას.

რამდენი ხანი შემიძლია ვატარო ლინზა?

მოხმარების ვადის მიხედვით, თანამედროვე რბილი კონტაქტური ლინზები არსებობს შემდეგნაირი:

  • 1-თვიანი,
  • 2-კვირიანი,
  • 1-დღიანი.


მოხმარების რეჟიმის მიხედვით არსებობს ისეთი ლინზები,  რომელთა გამოყენებაც შეიძლება მხოლოდ დღის განმავლობაში და გვხვდება ლინზები, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში გამოიყენება.

რაც უფრო მოკლეა ლინზის გამოყენების ვადა, მით ნაკლებია გართულებების რისკი.

როგორ დავრწმუნდეთ კონტაქტური ლინზის სისწორეში?

პირველ რიგში უნდა შემოწმდეს კონტაქტური ლინზის წაღმა - უკუღმა ფორმა ანუ U და V ფორმა.

ლინზა უნდა დაისვათ საჩვენებელი თითის ბალიშზე და მიიტანოთ ახლოს, თვალის წინ.

გვერდით ჭრილში დაინახავთ მის ფორმას: ლინზის კიდეები არასწორის შემთხვევაში გადმოზნექილია გარეთ და ღებულობს V ანუ თეფშის ფორმას, სწორ შემთხვევაში კი კიდეები მიმართულია სწორად და ემსგავსება ფიალას ანუ U ფორმას.

როგორ ჩავისვა თვალში ლინზა სწორად?

  1. ლინზების ერთმანეთში არევის თავიდან ასაცილებლად დაიწყე ყოველთვის მაარჯვენა თვალით და გახსენი კონტეინერის მხოლოდ ერთი, ანუ მარჯვენა ლინზისთვის განკუთვნილი მხარე.


  2. მოათავსე ლინზა საჩვენებელი თითის „ბალიშზე’’.


  3. ამავე ხელის შუა თითით ჩამოწიე ქვედა ქუთუთო.


  4. აიხედე ზემოთ და თვალის თეთრ ნაწილზე დაისვი ლინზა.


  5. დაიხედე დაბლა ლინზის მოთავსების ადგილისკენ.


  6. ნელა გაათავისუფლე ქვედა ქუთუთო, დახუჭე თვალი და ამ მდგომარეობაში გაიხედე ყვალა მიმართულებით.  იგივე გაიმეორე მეორე თვალზე.

როგორ ამოვიღო ლინზა თვალიდან სწორად?

  1. ზემოთ აიხედე და შუა თთით ჩამოწიე ქვედა ქუთუთო.

  2. საჩვენებელი თითით ნაზად ჩააცურე ლინზა თეთრ გარსზე (სკლერაზე).

  3. ნაზად მოკიდე ცერა და საჩვენებელი თითი ლინზას, მოკეცე და ამოიღე.

როგორ მიმდინარეობს ლინზასთან შეგუების პროცესი?

ლინზასთან ადაპტაცია შეიძლება გამოიხატოს შემდეგი შეგრძნებებით:

  • თვალების ხშირი ხამხამით.

  • თვალებში უცხო სხეულის შეგრძნებით (თითქოს, წამწამი გაქვს ჩავარდნილი)

  • გარდამავალი ბუნდოვანი მხედველობით.

  • ზომიერად გამოხატული თვალის სიწითლით.

  • სინათლის მიმართ მგრძნობელობით (რეკომენდებულია მაღალი ხარისხის მზის სათვალის გამოყენება)



ადაპტაციის სინდრომი შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირიდან 1 თვემდე.


თუ დისკომფორტი გაგიგრძელდა, ბუნდოვანება და სიწითლე დაგრჩა, ამოიღე ლინზები და მიმართეთ ოფთალომოგს.

მაკიაჟი და კონტაქტური ლინზა

  • ჩაისვი კონტაქტური ლინზა მაკიაჟის გაკეთებამდე.

  • სასურველია, გამოიყენო ჰიპოალერგიული კოსმეტიკა.

  • არასასურველია კრემის კონსისტენციის თვალის ჩრდილის გამოყენება.

  • არ გამოიყენო ლაინერი უშუალოდ წამწამების ძირებზე, შიდა ქუთუთოზე.

დამატებითი რეკომენდაციები:

  • ლინზის მოხმარებამდე აუცილებლად კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელი.


  • არასოდეს გამოიყენოთ სხვისი კონტაქტური ლინზაგანსაკუთრებით ფერადი ლინზები, რადგან ამით იზრდება ინფექციის განვითარების რისკი.


  • რეკომენდებულია,  კონტაქტური ლინზის კონტეინერის მინიმუმ 3 თვეში ერთხელ გამოცვლა.


  • კონტაქტური ლინზის გამოყენების მიუხედავად გამოცვალეთ შესანახი ხსნარი კონტეინერში 24 სთ-ში ერთხელ.


  • არასოდეს გარეცხოთ კონტაქტური ლინზა ონკანის წყლით.



შეჯამება:

კონტაქტური ლინზების გამოყენება კომფორტულად ანაცვლებს სათვალის გამოყენებას, უბრალოდ აუცილებელია დაიცვა მოხმარების წესები. 

კონტაქტური ლინზებისა და ლინზის შესანახი ხსნარების შეძენა შეგიძლია ჯპს-ის  ვებ-გვერდიდან და MY GPC  აპლიკაციიდან.  

შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ 7 დღის განმავლობაში

დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი