ბლოგი
კატეგორიები
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ოპტიკა
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow
სახის კანის მოვლა
სასარგებლო რჩევები
arrow

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს?

სახის კანის მოვლა
11.11.2024
undefined

სახის კანის სწორი და რეგულარული რუტინა ჯანმრთელი კანის მთავარი საიდუმლოა. ცხიმიანი კანი ადვილად იკრებს გარემოსგან დაბინძურებას, მტვრის ნაწილაკებს. გამოყოფილი სებუმი/ცხიმი კარგი საკვები ნიადაგია ბაქტერიებისათვის, ამიტომაც მიდრეკილია გამონაყარისაკენ.

ყოველდღიური რუტინა:

პირველი და მთავარი რამ, რაც ასეთი კანის ტიპისთვის უნდა გააკეთოთ, არის ორმაგი, ღრმა გაწმენდა, რომელიც მოიცავს შემდეგ საფეხურებს:


  • მაკიაჟის მოშორება,
  • კანის დაბანა-გასუფთავება,
  • ტონიზირება.

მაკიაჟის მოშორება:

არსებობის შემთხვევაში მოიცილეთ მაკიაჟი მიცელარული სითხით ან ზეთით. ეცადეთ, შეარჩიოთ ცხიმიანი კანის ხაზებიდან ან ყველა ტიპის კანისთვის განკუთვნილი გამწმენდებიდან.

მომხმარებლის საყვარელი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ავენის ქლინანსი ხაზის მიცელარული სითხე და ურიაჟის გამწმენდი ზეთი. ორივე მათგანი განკუთვნილია ცხიმიანი კანისათვის და მაკიაჟის მოშორებასთან ერთად კანს ხდის უფრო გლუვს და აქრობს სიპრიალეს. 

კანის დაბანა-გასუფთავება:

გაისუფთავე ფორები ყოველდღიური მტვრის,  ჭუჭყისა და ზედმეტი ცხიმისაგან სახის დასაბანი გელის,  ქაფის ან მყარი ფილის საშუალებით.

კარგი არჩევანი იქნებოდა ბოდი შოპის ქაფი ჩაის ხის ზეთით ან  ლა-როშ-პოზეს ეფაკლარის ხაზის დასაბანი გელი. ისინი ნაზ გასუფთავებასთან ერთად გამოირჩევა ანტიბაქტერიული მოქმედებით და კანს იცავს გამონაყარის წარმოქმნისგან, ასევე აქრობს სიპრიალეს დიდი ხნის განმავლობაში. ლაროშის გელს დამატებით აქსვ პილინგის ეფექტი და კანის ზედაპირზე არსებულ მკვდარ უჯრედებსაც აცილებს კანს.

ტონიზირება:

დაასრულე წმენდის პროცესი, შეავიწროვე გაფართოებული ფორები და მოამზადე კანი ტონერი/ტონიკის/ლოსიონ-ტონიკის/ამქერცლავი ლოსიონის საშუალებით.

აუცილებლად აარჩიეთ ცხიმიანი კანისათვის განკუთვნილი ხაზებიდან. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა ეუცერინის დერმოპურის ხაზის ტონერი ფორების შევიწროების ფუნქციით. ასევე გირჩევთ, ამქერცლავი ეფექტის მქონე ლა-როშ-პოზეს ეფაკლარის ხაზის ტონერს.

დატენიანებისათვის მომზადება:

იმისათვის, რომ კანმა სრულყოფილად მიიღოს ძირითადი დამატენიანებელი პროდუქტები, გამოიყენე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

  • დამატენიანებელი მისტი, 
  • თერმული წყალი,
  • ესენს ლოსიონი.

ასეთი პროდუქტები ძირითადად უნივერსალურია და შეგიძლია აარჩიო ყველა ტიპის კანისათვის განკუთვნილი ხაზებიდან.
დამატენიანებელი მისტებიდან გირჩევთ
ამბრიოლისის როზამელისის წყალს, ავენის თერმულ წყალს ან ურიაჟის ესენს-ლოსიონს. მათი მსუბუქი ტექსტურა სრულიად მისაღები და ადვილად შეწოვადია ცხიმიანი კანისათვის და აწვდის კანს სითხის საჭირო დოზას.

დატენიანების ეტაპი:

გავრცელებულია მითი, რომ ცხიმიან კანს დატენიანება არ სჭირდება. ეს მცდარი შეხედულებაა, სინამდვილეში კი დატენიანება, ანუ კანის სითხით შევსება ყველა ტიპის კანს ესაჭიროება. ცხიმიან კანს ჭარბად აქვს ცხიმი, მაგრამ არა წყალი, ამიტომ ამ ტიპის კანიც შეიძლება გაუწყლოვდეს. ეცადე, გამოიყენო კონკრეტულად ცხიმიანი კანისათვის განკუთვნილი საცხები, რომლებიც დატენიანებასთან ერთად მოაცილებენ კანს ცხიმოვან სიპრიალეს და ხანგრძლივად შეუნარჩუნებენ სიგლუვეს. ასევე გამოგადგება მაკიაჟის ქვეშ წასასმელადაც.

შრატი:

იმისათვის, რომ კანის ქვედა ფენებსაც მოუარო, გააუმჯობესო ძირითადი საცხის ეფექტი და სასურველი შედეგი მიიღო უფრო სწრაფად, გამოიყენე ცხიმიანი კანისათვის განკუთვნილი შრატი. ის ჩააღწევს კანის იმ ნაწილებში, სადაც წარმოიქმნება ცხიმი და მიზანმიმართულად დაარეგულირებს მის გამოყოფას.


რეკომენდებულია ლა როშ-პოზეს სახის შრატი ეფაკლარის ხაზიდან, რომელიც შეიცავს ცხიმიანი კანისათვის საჭირო მჟავებს და აშორებს მკვდარ უჯრედებს, შესაბამისად ანახლებს კანს.  ასევე ეფექტურია ურიაჟის ისეაკის შრატი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა.

ძირითადი მოვლის საცხი (დღის/ღამის):

სრულყოფილი დატენიანების, ჭარბი ცხიმის დარეგულირებისა და მატირების ეფექტისათვის გამოიყენე შესაბამისი საცხი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს: გელის, ემულსიის, ფლუიდის, გელ-კრემის კონსისტენცია. ისინი სწრაფად და მარტივად შეიწოვება და ნაწილდება კანზე და ქმნის გლუვი კანის იერს სიპრიალის გარეშე.


მატირების ეფექტის მქონე საცხებიდან გამორჩეულია ტოპიკრემის AC სახის კრემი, რომელიც 10 საათის მანძილზე უნარჩუნებს კანს სიგლუვეს. ასევე ეუცერინის დერმოპურის ხაზის ფლუიდი, რომელსაც 8 საათის განმავლობაში აქვს მატირების ეფექტი.

ყოველკვირეული რუტინა:

სახის ნიღაბი:

კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ ღრმად გამწმენდი ნიღაბი, რომელიც ფორებს სიღრმისეულად მოაცილებს ყოველდღიურ მტვერს, ჭარბ ცხიმს, დაარეგულირებს მის გამოყოფას და კანს მისცემს  “სუნთქვის”  საშუალებას.

მომხმარებლისათვის საყვარელი პროდუქტია ლა როშ-პოზეს ეფაკლარის ნიღაბი, რომელიც გაწმენდასთან ერთად არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას და ხელს უშლის გამონაყარის წარმოქმნას.




სახის სკრაბი ან პილინგი:

კანის ერთგვაროვანი ზედაპირისათვის კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ ამქერცლავი საშუალება, რომელიც ეფექტურად მოაცილებს მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირიდან და გაწმენდს ფორებს მჟავების საშუალებით.


გირჩევთ ლიერაკის სებოლოჟის სკრაბს, რომელიც მიკროგრანულების, ორნაირი თიხისა და სალიცილის მჟავას შემცველობის წყალობით შლის და აშორებს კანიდან მკვდარ უჯრედებს და აგლუვებს მას.

შეჯამება:

ცხიმიანი კანის მოვლისათვის განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და რუტინის საფეხურების ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლაა საჭირო.
შესაბამისი პროდუქტების შეძენა ძალიან მარტივად და სწრაფად შეგიძლია ჯპს-ის  ვებ-გვერდიდან და MY GPC  აპლიკაციიდან.  


შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ 7 დღის განმავლობაში

დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი