ზოგადი შეხედულებით, სახის ნიღაბს აქვს მომენტალური ეფექტი და ამის გამო, ძირითადად, საჭიროების მიხედვით იყენებენ ქალბატონები. თუმცა საუკეთესო შედეგისათვის და სრულყოფილი შედეგისათვის, გირჩევთ კანის რუტინაში აუცილებლად დაუთმოთ ადგილი და გამოიყენოთ კვირაში 1-2-ჯერ, სასურველია საღამოს.
ყველა ნიღაბს აქვს საკუთარი გამოყენების წესი და კანზე გაჩერების დრო. აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია და ზუსტად იმდენი წუთი დაიტოვეთ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგცემთ ნიღაბი დაპირებულ შედეგს.
მრავალჯერად ნიღაბში იგულისხმება ქილაში ან ტუბში მოთავსებული კრემოვანი ან გელისებური მასის ნიღბები, რომლებიც ეკონომიურია და იდეალურია რეგულარული გამოყენებისათვის. მათ აქვთ სხვადასხვა ფუნქცია და მოქმედების ეფექტი. არსებობს როგორც ყველა ტიპის კანისათვის, ასევე კონკრეტული კანის ტიპის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებელი დანიშნულებით.
ქსოვილოვანი ნიღბები გაჟღენთილია სახის შრატით, შესაბამისად, კანი ითვისებს სასარგებლო ნივთიერებების დიდ მარაგს ერთბაშად და სწრაფად მოჰყავს ფორმაში. იდეალურია მათი გამოყენება ისეთ დროს, როცა გსურთ სწრაფად მიიღოთ ბრწყინვალე და ჯანსაღი კანი. მის შემდეგ საკმარისია მხოლოდ სახის კრემის დატანა.
გირჩევთ, არ გამოიყენოთ მათ შეფუთვაზე მითითებულ დროზე ხანგრძლივად, რადგან ამ დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი დაიწყებს კანიდან გაცემული სითხის ამოტუმბვას და უკუშედეგს მოგცემთ. ასევე არ არის რეკომენდებული ამ სითხის შენახვა ან რამდენჯერმე გამოყენება.
ნიღბების შერჩევა შეგიძლიათ კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით, შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:
თუ გაქვთ ცხიმიანობისა და აკნესკენ მიდრეკილი კანი, შეგხვდებათ სამი ძირითადი ფუნქციის ნიღაბი:
თუ ნორმალური ან სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, გირჩევთ, რეგულარულად გამოიყენოთ დამატენიანებელი ნიღბები, რომელიც თქვენს კანს შეავსებს საჭირო სითხით და მოგანიჭებთ ელასტიურობასა და ხანგრძლივი კომფორტის შეგრძნებას.
ასეთ ნიღბებს განსაკუთრებით მიანიჭეთ უპირატესობა, თუკი გაუწყლოებული გაქვთ კანი სხვადასხვა მიზეზის გამო: მაგალითად, თუ ხშირად სტუმრობთ სოლარიუმს, იღებთ მზის აბაზანებს, ვერ მიირთმევთ საჭირო რაოდენობის წყალს, ან სრულყოფილად ვერ იტენიანებთ კანს ყოველდღიურად.
დამატენიანებელი ნიღბების უმრავლესობას ჩამობანა არ სჭირდება და მშრალი ბამბის დისკით ჩამოწმენდაც საკმარისია, ასევე შეიძლება მთელი ღამის განმავლობაშიც დაიტოვოთ. წინასწარ გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
იდეალური არჩევანი იქნებოდა ბოდი შოპის E ვიტამინის ნიღაბი, რომელიც კვირაში 1-2-ჯერ მთელი ღამის განმავლობაში უნდა გაიჩერო სახეზე და არ საჭიროებს ჩამობანას.
თუ კანის მგრძნობელობას უჩივით, გამოიყენეთ დამამშვიდებელი ნიღბები, რომლებიც მომენტალურად მოგანიჭებთ კომფორტის შეგრძნებას და გაგიძლიერებთ კანს. შესაბამისად, კანი უკეთ შეძლებს გარემოს ფაქტორებთან გამკლავებას და მარტივად აღარ გაღიზიანდება. შეიძლება აარჩიოთ როგორც პაჩის, ისე კრემოვანი ფორმით.
კრემისებური ტექსტურით, რეკომენდებულია, რომ გამოიყენო ავენი ჰიდრანსის სახის ნიღაბი, რომელიც დატენიანებასთან ერთად დაგიმშვიდებს კანს, მოგიხსნის გაღიზიანებასა და სიწითლეს. კვირაში 2-3-ჯერ, დაიტანე სქელი ფენა გასუფთავებულ სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით და ბამბის დისკით რბილად ჩამოიწმინდე.
თუ სწრაფი შედეგი გსურთ და ერთჯერადი, ქსოვილის ტიპის ნიღბები უფრო გიზიდავთ, გირჩევთ ბოდი შოპის ალოეს პაჩს (ქსოვილის ნიღაბი), რომელიც 15 წუთით გაჩერების შემდეგ უნდა მოიხსნათ და შემდეგ დაიტანოთ სახის საცხი.
ასეთი ნიღბები შეიცავს სხვადასხვა აქტიურ გამამკვრივებელ და ნაოჭსაწინააღმდეგო ინგრედიენტებს, რომლებიც სახეს უფრო ელასტიურს, ნაოჭებს კი ნაკლებად ხილულს ხდის.
ასეთი ნიღბები შეგხვდებათ, როგორც ერთჯერადი ანუ ქსოვილის ნიღბის, ასევე კრემისებური, მრავალჯერადი გამოყენების ნიღბის ფორმით. ძირითად შემთხვევებში, ასეთ ნიღბებს წყლით ჩამობანა არ სჭირდებათ.
იდეალური არჩევანი იქნება კრისტიან ბრეტონის ხაზის პაჩები ნაოჭების შემავსებელი ან ლიფტინგისა და გამკვრივების ეფექტით.
კრემოვანი, მრავალჯერადი ნიღბებიდან გამორჩეულია ურიაჟის Age Absolu ღამის ნაოჭსაწინააღმდეგო ნიღაბი. ის შეიცავს კოლაგენს, ჰიალურონის მჟვას და გამოსხივების გამო კანის დაბერებისაგან დამცავ ნივთიერებებს და ამკვრივებს კანს.
დეტოქს-ნიღბები ყველა ტიპის კანის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ტოქსინები და შლაკები ყველა კანში გროვდება, მისგან გაწმენდა კი ჯანსაღი კანის ერთ-ერთი საწინდარია. განსაკუთრებით, დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს სჭირდებათ დეტოქსიკაცია, რადგან ასეთ გარემოში დაბინძურებული ჰაერი და დიდი რაოდენობით გამონაბოლქვია.
კარგი გადაწყვეტილება იქნება ბოდი შოპის მატჩას ჩაის ნიღაბი, რომელსაც დამატებით აქვს მცირე გრანულები და კანს მკვდარ უჯრედებსაც აშორებს.
ფერის გამაუმჯობესებელი ნიღბები ძირითადად შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს და კანს უფრო ცოცხალ, ჯანსაღ ელფერს ანიჭებს.
მომხმარებლების საყვარელი ვიტამინიზირებული ნიღაბია ბოდი შოპის ღამის ნიღაბი C ვიტამინით, რომელიც C ვიტამინისა და AHA-მჟავების წყალობით კანს განაახლებს, ასევე ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებასა და ერთგვაროვან ფერს.
სახის ნიღაბი კანის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილია და იძლევა სწრაფ და ხანგრძლივ შედეგს. აუცილებლად დაამატეთ თქვენი კოსმეტიკის პროდუქტებს, შეძენა კი შეგიძლია ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან.
შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ 7 დღის განმავლობაში.