სტრესი
სტრესული ცხოვრების სტილს შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმის პასუხი ანთებითი პროცესების სახით და დაარღვიოს ძილის რეჟიმი. ეს ყველაფერი კი ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.
თამბაქოს მოწევა
ტოქსინები, რომელსაც შეიცავს თამბაქოს კვამლი, თქვენს კანს ოქსიდაციურ სტრესს აყენებს, რომელიც იწვევს გაუწყლოებას, ნაოჭების გაჩენას, კანის ელასტიურბისა და სიმკვრივის გაჩენას და გაუფერულებას.
ულტრაიისფერი სხივები ღრმად აღწევს თქვენს კანში. ეს სხივები აზიანებს დნმ-ს კანის უჯრედებში და იწვევს ნაოჭების გაჩენას.
გენეტიკა
გენეტიკურად თუკი ნაადრევად დაბერებისკენაა მიდრეკილი თქვენი კანი, სჯობს დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკის გამოყენება 20-25 წლის ასაკიდანვე დაიწყოთ.
რამდენიმე ცხოვრებისეულ ჩვევასაც შეუძლია დააჩქაროს თქვენს კანზე დაბერების ნიშნების გამოჩენა:
არასაკმარისი ძილი
ძილი თქვენს სხეულს აძლევს საშუალებას რომ განახლდეს, გამოცოცხლდეს და აღიდგინოს უჯრედები. თუ ორგანიზმი ვერ მოახერხებს საკმარის ძილს, დაბერების ნიშნები უფრო სწრაფად ემჩნევა და კანს თავდაცვის უნარი უქვეითდება.
არაჯანსაღი კვება
დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, ზოგიერთი კვევის მიხედვით ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს.
ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება აუწყლოებს თქვენს ორგანიზმს, დროთა განმავლობაში კი კანი კარგავს ელასტიურობას და ახალგაზრდულ ფორმას.
დაბინძურებული გარემო
პიგმენტური ლაქები და ნაოჭები შეიძლება გააღრმავოს და გააუარესოს გარემოს დამაბინძურებელმა ნაწილაკებმა, რადგან როცა კანს უწევს სხვადასხვა ჰავასთან შეჯახება, ტოქსინები და მტვრის ნაწილაკები უზიანებენ ბარიერულ ფუნქციას და აღწევენ მასში, რაც სწრაფად აბერებს კანს.
ბუნებრივია, რომ სრულად ვერ შევაჩერებთ დაბერების პროცესს, თუმცა შეგვიძლია გადავწიოთ ასაკობრივი ნიშნების გამოჩენის დრო. ამისათვის მიჰყევით ცხოვრების ჯანსაღ წესს და გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
არასდროს დაიძინოთ მაკიაჟის სრულყოფილად მოშორების გარეშე.
დაღლილობისა თუ დროის უქონლობის მიუხედავად, ეცადეთ მაინც გამოყოთ 5 წუთი და საფუძვლიანად მოიცილოთ მაკიაჟი, შემდეგ კი დაიტენიანოთ კანი. ასე კანი შეძლებს სუნთქვასა და უჯრედების აღდგენას. ასევე, თავიდან აირიდებთ გამონაყარის გაჩენას და კანის გაღიზიანებას.
ძირითადი საცხის გამოყენებამდე, ეცადეთ, არ გამოტოვოთ მომზადების ეტაპი, რადგან სახის ესენს-ლოსიონის ან მისტის გამოყენების დროს კანი ღრუბელივით იწოვს შრატისა და კრემის აქტიურ ინგრედიენტებს და შესაბამისად უფრო სწრაფად იღებთ შედეგს.
კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა პაიოს ამქერცლავი ესენს-ლოსიონი, რომელიც შეიცავს გოჯის ექსტრაქტსა და გლიკოლის მჟავას, რითაც კანის უჯრედებს ანახლებს და აქვს ნაოჭსაწინააღმდეგო ეფექტი. დილა-საღამოს კანის გასუფთავების შემდეგ უნდა დაიტანოთ ხელის გულებზე და კანზე შიზილოთ ნაზი დარტყმითი მოძრაობებით.
თუკი სპრეის ფორმა უფრო მისაღებია თქვენთვის, გამოიყენეთ ვიშის ან ურიაჟის თერმული წყალი, რადგან ორივე მაღალმინერალიზებულია, შესაბამისად, კანს შეავსებს საჭირო ნივთიერებებით, გააძლიერებს და უკეთ დაიცავს გარემოს მავნე ფაქტორებისაგან.
სახის შრატი:
კანი სხვადასხვა ფენებისაგან შედგება, შესაბამისად, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და მხოლოდ სახის კრემი არ არის საკმარისი. ეცადეთ, აარჩიოთ ნაოჭსაწინააღმდეგო ეფექტის მქონე შრატი, რადგან ისინი გაჯერებულია სხვადასხვა აქტიური ნივთიერებით და კანის ღრმა ფენებიდანვე იწყებს მოქმედებას.
ნაოჭების შემავსებელი და ინტენსიური დატენიანების ეფექტი აქვს ჰიალურონის მჟავას, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ეუცერინის ჰიალურონ-ფილერის შრატი ამპულების სახით, ასევე ლა როშ-პოზეს ჰიალუ B5, რომელიც ჰიალურონთან ერთად შეიცავს B5 ვიტამინს და აღადგენს კანს.
25 წლიდან დაიწყეთ ანტიასაკობრივი მოსავლელი პროდუქტების გამოყენება:
პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე კორექცია. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაუჯერებთ მითებს დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკის შესახებ.
დაიწყეთ მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო ხაზების გამოყენება და თანდათან, წლების მატებასთან ერთად გადადით გამოხატული და ღრმა ნაოჭების საწინააღმდეგო ხაზების გამოყენებაზე.
ასეთი საცხები ორიენტირებულია კანის ბიოლოგიური პროცესების შესაბამისად მისი ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაზე და დაგეხმარებათ დაბერებასთან ბრძოლაში.
რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცველი კრემის გამოყენება, რომელიც ავსებს კანის უჯრედებს და ნაოჭებს სითხით და ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევს ხდის მიმიკურ და გამოხატულ ნაოჭებს.
ეუცერინის ჰიალურონ-ფილერის ხაზის დღის კრემი SPF 30 მზისგან დამცავით და ღამის კრემის კომბინაცია იდეალური იქნება მიმიკური და გამოხატული ნაოჭების შესავსებად, ყველა ტიპის კანისათვის. უფრო მოწიფულ ასაკში, როდესაც კანის ოვალიც ჩამოწევას იწყებს და მოდუნებული ხდება, უკვე შეგიძლიათ ეუცერინის ჰიალურონ-ფილერი ელასთისითის ხაზზე გადასვლა.
არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენება ყოველდღიურად:
სახეზე, დეკოლტეზე და ხელებზე დღის განმავლობაში აუცილებლად ატარეთ მზისგან დამცავი SPF 25 - SPF 50 დაცვის ფაქტორით.
გირჩევთ ეუცერინის მზისგან დამცავს ფოტოდაბერების საწინააღმდეგო ეფექტით, რომელიც გამოირჩევა თხელი ტექსტურით და ყველა ტიპის კანისათვის მისაღებია, ასევე იდეალურია მაკიჟის ქვეშ გამოსაყენებლად.
ზაფხულში, შეძლებისდაგვარად, ეცადეთ მზის ყველაზე აქტიურ პერიოდებში ანუ შუადღის 13-17 საათის შუალედში მოერიდოთ გარეთ გასვლას. ასევე, შეამცირეთ სოლარიუმში გარუჯვა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხარისხიანი ავტორუჯით. მაგალითად, ტოპიკრემის ავტოგასარუჯი კრემით ან ნუქსის ავტორუჯი-მუსი იდეალური იქნებოდა.
კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ ამქერცლავი საშუალებები. უპირატესობა მიანიჭეთ სახის პილინგის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს მჟავებს, რომლებიც ღრმად დალექილ მკვდარ უჯრედებსაც შლის და კანს საშუალებას აძლევს, წარმოქმნას ახალი, ჯანმრთელი უჯრედები, შესაბამისად, ნაკლებად შესამჩნევი ხდება ნაოჭები და მოშვებული კანი.
ორმაგი ანუ გამაახალგაზრდავებელი და განმაახლებელი ეფექტი აქვს ისისფარმას Glyco A 25% ღამის პილინგს, რომელიც გლიკოლის მჟავის დიდი რაოდენობით შემცველობის ხარჯზე დიდი ხნის დალექილ მკვდარი უჯრედების ფენასაც ბოლომდე შლის და სრულად ახდენს კანის განახლებას.
იმისათვის, რომ კანი გაათავისუფლოთ დაგროვებული ტოქსინებისა და შლაკებისაგან, გამოიყენეთ დეტოქსიკაციის ეფექტის მქონე ნიღბები კვირაში 1-3-ჯერ. ამით ხელს შეუშლით კანის დაბერებას და გააქრობთ დაღლილ იერს.
საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა ბოდი შოპის მწვანე მატჩას ჩაის დეტოქს-ნიღაბი, რომელიც სრულად გამოდევნის კანიდან დაგროვებულ მავნე ნივთიერებებს და ანახლებს მას, ასევე შეიცავს მცირე გრანულებს და კანს აშორებს მკვდარ უჯრედებს ზედაპირიდან.
სახის კანის ახალგაზრდობის დიდხანს შესანარჩუნებლად, აუცილებელია, გამოიყენოთ სახის ნიღაბი ნაოჭსაწინააღმდეგო ეფექტით. შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც ერთჯერადი პაჩი-ნიღაბი, ასევე კრემის ტექსტურის ნიღბები.
გირჩევთ კრისტიან ბრეტონის კრემოვან ნიღაბს ოქროს შემცველობით, რომელიც გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და ნაოჭსაწინააღმდეგო თვისებებით, ხოლო თუ დასაკრავ პაჩებს ანიჭებთ უპირატესობას, კრისტიან ბრეტონის ნაოჭების შემავსებელი და ლიფტინგის ეფექტით პაჩები საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.
კანის ახალგაზრდობის დიდხანს შესანარჩუნებლად აუცილებელია სწორი პროდუქტებით მოვლა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ნაკლები სტრესი. ეცადეთ, გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული რჩევები და არ დაგავიწყდეთ, რომ საკუთარი თავისთვის დროის დათმობა და ზრუნვა თქვენი ბედნიერების საწინდარიც არის.
ყველა ზევით ჩამოთვლილი და სხვა მოვლის პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ძალიან მარტივად და სწრაფად ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან.
შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ 7 დღის განმავლობაში.