პროდუქტის შესახებ
მინოქსი 5%
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 5% მინოქსიდილი. დამხმარე ნივთიერებები: ალკოჰოლი 95%, გამოხდილი წყალი, პროპილენ გლიკოლი, დექსპანთენოლი.
ჩვენებები: მინოქსი 5 ნაჩვენებია 18-65 წლის ჯანმრთელ მამაკაცებში მხოლოდ მემკვიდრული ტიპის სიმელოტის შემთხვევებში. აჩერებს თმის ცვენას, ასტიმულირებს თმის ხელახლა ზრდას სიმელოტის დროს.
დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი გამოიყენება სულ მცირე 4 თვის განმავლობაში, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას თმის ზრდა. პრეპარატის ეფექტის სრული გამოვლენა შესაძლებელია ერთ წლიანი მკურნალობის შემდეგ. თუ პაციენტს არ აღენიშნა თმის ზრდის გაუმჯობესება ერთი წლის შემდეგ, უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა. მაქსიმალური დღიური დოზაა 2 მლ: 1 მლ დილით და 1 მლ საღამოს (1 მლ = 7 შესხურება). თითოეულ გამოყენებამდე უნდა გავიდეს 12 საათი. ხშირი ან დიდი დოზით გამოყენება ხელს არ უწყობს თმის ზრდას, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მეტი გვერდითი ეფექტის განვითარება; არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს ალოპეციური უბნის ცენტრიდან დაწყება და სუფთა თითით ხსნარის გავრცელება. წასმის შემდეგ უნდა მოხდეს ხელების კარგად დაბანა. თავიდან უნდა იქნას აცილებული მინოქსი 5-ის ჩამოწვეთება სახეზე ან ალოპეციური მიდამოს გარეთ კანზე. თუ შემთხვევით მოხდა მისი ჩამოწვეთება სკაპლის სხვა მიდამოში, უნდა მოხდეს მისი კარგად ჩამობანვა. მინოქსი 5-ის გამოყენების შემდეგ: თავიდან უნდა იქნას აცილებული თავის დაბანა ორი საათის განმავლობაში. არ უნდა მოხდეს თმის საშრობის გამოყენება ხსნარისგან თმის გაშრობის მიზნით. არ უნდა მოხდეს თავის ბალიშზე მოთავსება სულ მცირე აპლიკაციიდან ერთი საათის განმავლობაში. თავიდან უნდა იქნას აცილებული თმის მზეზე მოხვედრა.
უკუჩვენებები:
მდედრობითი სქესი, მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც შედის ამ მედიკამენტის შემადგენლობაში. 18 წელზე ნაკლები ან 65 წელზე მეტი ასაკი, თმის ცვენა, რომელიც არ არის მემკვიდრული წარმოშობის. პაციენტი სრულიად მელოტია ან მთელ სხეულზე გაუქრა თმა, მაღალი არტერიული წნევა, მზის დამწვრობა, ფსორიაზი და სხვა სკალპის დაზიანების მიზეზები. პაციენტი იპარსავს სკალპს. პაციენტი იყენებს სხვადასხვა კრემს, მალამოებს ან ლოსიონებს სკალპის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა: დითრანოლი, ტრეტინოინი, ჰიდროკორტიზონი, ბეტამეტაზონი, პარაფინინი. თუ პაციენტს აქვს რაიმე სახის ქსოვილი სკალპზე.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. პროდუქტი აალებადია. ინახება ცეცხლისაგან ან გამათბობელი საშუალებებისაგან მოშორებით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
62801