ბრონხომუნალი-პ კაფსულა 3.5მგ #10

ბრონხომუნალი-პ კაფსულა 3.5მგ #10

სლოვენია

ლეკ ფარმაცეუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
ბრონქო-მუნალი და ბრონქო-მუნალი პ შეიცავს ლიოფილიზირებულ ბაქტერიულ ლიზატს: Haemophilus influenzae, Diplococcus (Streptococcus) pneumoniae, Klebsiella pneumoniae and ozaenae, Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes and viridans, Neisseria (Moraxella/Branhamella) catarrhalis.
ბრონქო-მუნალ პ-ს თითოეული კაფსულა შეიცავს ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატის 3,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილგალატი უწყლო, მონონატრიუმის გლუტამატი (შეესაბამება უწყლო ნატრიუმის გლუტამატს), მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი.
ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა: ინდიგოტინი (Е132), ტიტანის დიოქსიდი (Е171), ჟელატინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სხვა იმუნოსტიმულატორები.
АТХ კოდი: L03AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ახდენს ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის მექანიზმების სტიმულირებას სასუნთქი გზების ინფექციებისგან. იგი ამცირებს მსგავსი ინფექციების სიხშირეს, ხანგრძლივობას და სიმძიმეს, ამგვარად ამცირებს ანტიბიოტიკების მოხმარებას.
პრეპარატი აძლიერებს როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ, ადგილობრივ იმუნურ პასუხს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში და სხვა იმუნოკომპეტენტურ ორგანოებში. იგი ასევე ახდენს ორგანიზმის არასპეციფიკური იმუნური პასუხის სტიმულირებას.
პრეპარატის ზემოქმედებით ხორციელდება ალვეოლარული მაკროფაგების სტიმულირება, რომლებიც გამოყოფს ციტოკინებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, იზრდება T-ლიმფოციტების CD4 რაოდენობა, იზრდება პერიფერიული მონონუკლეარების აქტივობა, რომლებიც დამცავ როლს ასრულებს, იზრდება IgA კლასის დამცავი ანტისხეულების რაოდენობა როგორც სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე, სტიმულირდება ადჰეზიის დამცავი მოლეკულების გამომუშავება, მცირდება IgE კლასის ანტისხეულების რაოდენობა სისხლის კალაპოთში, რამაც შეიძლება დათრგუნოს მომატებული მგრძნობელობის მექანიზმები, რომლებიც თან სდევს არა მარტო ინფექციურ პროცესს.
შიგნით მოხვედრის შემდეგ ბაქტერიული ლიზატი გროვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის პეიერის ფოლაქებში.
პეიერის ფოლაქების უჯრედები ახდენენ ანტიგენის აბსორბირებას და გადასცემენ მას სუბეპითელიალურ ლიმფურ უჯრედებს, ამგვარად ჰუმორული იმუნური პასუხის ინდუცირებით, რომლის შედეგსაც წარმოადგენს ლორწოვან გარსში IgA კლასის ანტისხეულების გამომუშავების მომატება; ეს უკანასკნელები აღწევენ ლორწოვანის მემბრანაში და თრგუნავენ მიკროორგანიზმების შეღწევას.
ანტიგენი ასევე ახდენს ლიმფური უჯრედების სტიმულირებას (პეირონის ფოლაქებში), რომლებიც შემდგომში მიგრირებს რეგიონალური ლიმფური კვანძების გავლით გულმკერდშიდა სადინარში და შემდგომში სისხლის კალაპოტში, საიდანაც ისინი აღწევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების ლორწოვან გარსსა და სხვა ლოწროვან გარსებში, სადაც ასრულებენ დამცავ ფუნქციებს.

გამოჩყენების ჩვენებები
დამხმარე თერაპია სასუნთქი გზების ყველა ინფექციური დაავადებების დროს.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა (ქრონიული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი).

დოზები და გამოყენების წესი
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის იღებენ ბრონქო-მუნალის 1 კაფსულას 10-დღიანი კურსებით 3 თანმიმდევრული თვის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად თერაპიას იწყებენ თითოეული თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალის დაცვით.
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების მწვავე პერიოდში მიიღება ბრონქო-მუნალის 1 კაფსულა დღეში თანმიმდევრულად 10-30 დღის განმავლობაში. მომდევნო 2 თვეში შესაძლებელია 1 კაფსულის მიღება თანმიმდევრულად 10 დღის განმავლობაში, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალების დაცვით. თუ ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია, ბრონქო-მუნალს იღებენ ანტიბიოტიკთან ერთად.

ბავშვები 6 თვიდან 12 წლამდე ასაკში
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის იღებენ ბრონქო-მუნალ პ-ს 1 კაფსულას 10-დღიანი კურსებით 3 თანმიმდევრული თვის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად თერაპიას იწყებენ თითოეული თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალის დაცვით.შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25რС ტემპერატურაზე, ტენისგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეკ ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
ბაქტერიების ლიოფიზილირებული ლიზატი
დოზა
3.5მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი