პროდუქტის შესახებ
ბრონქო-მუნალი® 7 მგ კაფსულები
ბრონქო-მუნალი® პ 3,5 მგ კაფსულები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლიოფილიზირებულ ბაქტერიული ლიზატი (Haemophilus influenzae, Diplococcus (Streptococcus) pneumoniae, Klebsiella pneumoniae and ozaenae, Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes and viridans, Neisseria (Moraxella/Branhamella) catarrhalis).
სამკურნალწამლო ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა
ბრონქო-მუნალი: ცისფერი გაუმჭვირვალე კორპუსი ცისფერი გაუმჭვირვალე პატარა ხუფით და შიგთავსით ღია-ჩალისფერი ფხვნილის სახით.
ბრონქო-მუნალი პ: თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსი ცისფერი გაუმჭვირვალე პატარა ხუფით და შიგთავსით ღია-ჩალისფერი ფხვნილის სახით.
შემადგენლობა
ბრონქო-მუნალი და ბრონქო-მუნალი პ შეიცავს ლიოფილიზირებულ ბაქტერიულ ლიზატს: Haemophilus influenzae, Diplococcus (Streptococcus) pneumoniae, Klebsiella pneumoniae and ozaenae, Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes and viridans, Neisseria (Moraxella/Branhamella) catarrhalis.
ბრონქო-მუნალის თითოეული კაფსულა შეიცავს ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატის 7 მგ.
ბრონქო-მუნალ პ-ს თითოეული კაფსულა შეიცავს ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატის 3,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილგალატი უწყლო, მონონატრიუმის გლუტამატი (შეესაბამება უწყლო ნატრიუმის გლუტამატს), მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი.
ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა: ინდიგოტინი (Е132), ტიტანის დიოქსიდი (Е171), ჟელატინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა იმუნოსტიმულატორები.გამოჩყენების ჩვენებები
დამხმარე თერაპია სასუნთქი გზების ყველა ინფექციური დაავადებების დროს.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა (ქრონიული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი).
დოზები და გამოყენების წესი
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის იღებენ ბრონქო-მუნალის 1 კაფსულას 10-დღიანი კურსებით 3 თანმიმდევრული თვის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად თერაპიას იწყებენ თითოეული თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალის დაცვით.
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების მწვავე პერიოდში მიიღება ბრონქო-მუნალის 1 კაფსულა დღეში თანმიმდევრულად 10-30 დღის განმავლობაში. მომდევნო 2 თვეში შესაძლებელია 1 კაფსულის მიღება თანმიმდევრულად 10 დღის განმავლობაში, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალების დაცვით. თუ ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია, ბრონქო-მუნალს იღებენ ანტიბიოტიკთან ერთად.
ბავშვები 6 თვიდან 12 წლამდე ასაკში
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის იღებენ ბრონქო-მუნალ პ-ს 1 კაფსულას 10-დღიანი კურსებით 3 თანმიმდევრული თვის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად თერაპიას იწყებენ თითოეული თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალის დაცვით.
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების მწვავე პერიოდში მიიღება ბრონქო-მუნალ პ-ს 1 კაფსულა დღეში თანმიმდევრულად, 10-30 დღის განმავლობაში. მომდევნო 2 თვეში შესაძლებელია 1 კაფსულის მიღება თანმიმდევრულად 10 დღის განმავლობაში, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალების დაცვით. თუ ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია, ბრონქო-მუნალ პ-ს იღებენ ანტიბიოტიკთან ერთად.
თუ ბავშვს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა, რეკომენდირებულია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, რძე ან წვენი).უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.
პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს ორსულობის დადგომის ან დაგეგმვის შესახებ.
იმის გამო, რომ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება რისკს ბავშვისთვის.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში.შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25რС ტემპერატურაზე, ტენისგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
7728
ჯენერიკი
ბაქტერიების ლიოფიზილირებული ლიზატი