აფრინი ექსტრო სპრეი ცხვირის 0.05% 15მლ ფლაკონი #1
აფრინი ექსტრო სპრეი ცხვირის 0.05% 15მლ ფლაკონი #1

აფრინი ექსტრო სპრეი ცხვირის 0.05% 15მლ ფლაკონი #1

კანადა

დელფარმ მონრეალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1მლ სპრეი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5მგ; დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა (ავიცელ RC-591) 30მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი 0,975მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი 5,525მგ, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი 0,3მგ, მაკროგოლ-1450 50მგ, პოვიდონ-K29-32 30მგ, ბენზილის სპირტი 3მგ, ცინეოლი 0,2მგ, ქაფური 0,2მგ, ლევომენთოლი 0,6მგ, ბენზალკონიუმის ქლორიდის 17%-იანი ხსნარი 1,471მგ, პოლიპროპილენგლიკოლი 5მგ, გასუფთავებული წყალი q.s. 1მლ-მდე.ჩვენებები: ალერგიული და-ან ინფექციურ-ანთებითი ეტიოლოგიის რინიტის (გაციების), სინუსიტის, ევსტაქიის, თივის ცხელების სიმპტომური თერაპია. ოტიტი (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირება). სეკრეტის გადინების შემსუბუქება ცხვირის პარანაზალური სინუსების დაავადებისას. ცხვირის ღრუში დიაგნოსტიკური მანიპულაციების წინ ავადმყოფის მომზადება.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა სიმპათომიმეტური საშუალებების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოყენება პრეპარატის მიღებამდე 2 კვირით ადრე და მათი მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში. დახურულკუთხოვანი გლაუკომა. ქირურგიული ჩარევები თავის ტვინის მყარ გარსზე (ანამნეზში). ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობა. ატროფიული (მშრალი) რინიტი. მწვავე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა. მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია. ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, ამიტომ პრეპარატის მოხმარება ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, მაშინ როცა პრეპარატის გამოყენების მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისა ან ჩვილის პოტენციურ რისკს. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა არტერიული ჰიპერტენზიის ან პლაცენტარული სისხლდენის შემცირების ნიშნების გამოვლენისას. პრეპარატის დიდი დოზებით ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტარული სისხლდენის შემცირება.

გამოყენების მეთოდი და დოზები: ინტრანაზალურად. ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ენერგიულად შეანჯღრიონ სპრეის ფლაკონი. სპრეის პირველივე გამოყენების შემდეგ აუცილებელია მისი დაკალიბრება გამფრქვევის თავზე რამოდენიმეჯერ დაჭერის გზით.
მოზრდილებსა და ბავშვებში 10 წლიდან-1-2 შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში 12 საათიანი ინტერვალით. 6-10 წლამდე ასაკის ბავშვებში-თითო შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში 12 საათიანი ინტერვალით. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: სს ბაიერი, რუსეთი.

მწარმოებელი: ფამარ მონრეალ ინკ., კანადა.

მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია: სს ბაიერი, რუსეთი.
www.bayer.ru
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დელფარმ მონრეალი
ქვეყანა
კანადა
ჯენერიკი
ოქსიმეტაზოლონი
დოზა
0.05%
ფორმა
სპრეი ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი