ჩვენებები: ბრეზტრი აეროსფერო ნაჩვენებია ფილტვის საშუალო და მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტების შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის, რომლებიც სათანადოდ არ არიან გაკონტროლებულები საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის და ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტის კომბინაციით ან ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტისა და ხანგრძლივი მოქმედების მუსკარინული ანტაგონისტის კომბინაციით (სიმპტომების კონტროლისა და გამწვავების პროფილაქტიკისთვის).
დოზირება: რეკომენდებული და მაქსიმალური დოზაა ორი ინჰალაცია დღეში ორჯერ (ორი ინჰალაცია დილით და ორი ინჰალაცია საღამოს). დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ის უნდა მიიღონ, რაც შეიძლება მალე და შემდეგი დოზა უნდა მიიღონ ჩვეულ დროს. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ შეიძლება ორმაგი დოზის ერთდროულად მიღება.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულ ქალებში ბუდესონიდის, გლიკოპირონიუმის და ფორმოტეროლის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.
შენახვის პირობები: არ შეინახოთ 30რC-ზე ზემოთ ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ 50რC-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე. არ გახვრეტოთ კონტეინერი წნევით. შეინახეთ მშრალ ადგილას.