/images/logo_ka.svg
სანდეველი სპრეი 600სე 20მლ

სანდეველი სპრეი 600სე 20მლ

თურქეთი

ვეფა ილაჩი

პროდუქტის შესახებ
სან D ველ 600 (SUN D WEL 600)

აქტიური ინგრედიენტები:
სპრეის თითოეული დოზა შეიცავს:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 15 მკგ (600 სე)

ინგრედიენტები:
მცენარეული ზეთი (ზეითუნის ზეთი), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)

თვისებები და მოქმედება ორგანიზმზე:
ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში ვიტამინი D წარმოიქმნება მზის სხივების დახმარებით წინამორბედი მოლეკულებიდან - ქოლესტერინის ცვლის პროდუქტებიდან. D ვიტამინის აქტიური ფორმა არის ჰორმონი, რომლის ძირითად სამიზნე ორგანოებს წარმოადგენს წვრილი ნაწლავი, თირკმელები და ძვლები. წვრილ ნაწლავში D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის პროცესში. ძვლებში ის ხელს უწყობს ამ მინერალების დაგროვებას ძვლის ქსოვილში, რითაც უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ სიმკვრივეს და სიძლიერეს.

ჩვენება:
•ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნება;
•ორგანიზმში კალციუმის შეწოვის უზრუნველყოფა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნება;
•იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულაცია;
•კარდიომეტაბოლური სისტემის მუშაობის შენარჩუნება და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის უზრუნველყოფა;
•წონის დარეგულირება;
•კუნთების ნორმალური მუშაობის შენარჩუნება და კუნთების გაძლიერება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია სპრეის ერთი დოზის გამოყენება ერთხელ დღეში.

ვარგისობის ვადა:
36 თვე.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისგან კარგად დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

განსაკუთრებული მითითება:
•რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება
•არ არის საკვები და არ ცვლის ნორმალურ კვებას.
•ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებამდე, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეფა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
600სე
ფორმა
სპრეი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat