ავეკორი ტაბლეტი  2.5მგ #30

ავეკორი ტაბლეტი 2.5მგ #30

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ბისოპროლოლის ფუმარატს–2.5მგ, 5მგ ან 10მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა (ავეკორი 2.5-ავერსი), შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი ჭჰიტე ჩოატინგ Pრემიხ (ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი ტიტანის დიოქსიდი (E 171) (ავეკორი 2.5-ავერსი)); შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Wincoat-Wt 1011 Pink (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი Ponceau 4R (E124), ტიტანის დიოქსიდი (E 171) (ავეკორი 5-ავერსი)) და Ready Mix Pink (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი Ponceau 4R (E 124), ტიტანის დიოქსიდი (E 171) (ავეკორი 10-ავერსი)).
ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია); გულის ქრონიკული უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება: არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 5მგ-ს ერთხელ დღეში. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება დაინიშნოს ბისოპროლოლის ფუმარატის 2.5მგ. აუცილებლობისას შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 10მგ-მდე.უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; გულის უკმარისობის გამწვავება ან-და დეკომპენსაცია, როდესაც აუცილებელია ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; კარდიოგენული შოკი; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; გამოხატული სინოატრიალური ბლოკადა; II და III ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა; ბრადიკარდია; ბრადიკარდია და არტერიული ჰიპოტენზია გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადია; ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება; მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება (გამონაკლისია B ტიპის მაო-ს ინჰიბიტორები); ფსორიაზის არსებობა პაციენტის ან-და მისი ნათესავების ანამნეზში (პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თერაპიის რისკისა და სარგებლის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ); ფეოქრომოციტომა (პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების შემდეგ); 18 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი კლინიკური მონაცემებიგამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები, 2.5მგ, 5მგ და 10მგ.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ბისოპროლოლი
დოზა
2.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი